ჟურნალისტი, რომლის გადაცემაშიც ირაკლი ღარიბაშვილის დებიუტი შედგა

ჟურნალისტი, რომლის გადაცემაშიც ირაკლი ღარიბაშვილის დებიუტი შედგა

"პა­ლიტ­რა­მე­დი­ის" ნი­უს­რუმ­ში მუ­შა­ო­ბა ბევ­რი ჟურ­ნა­ლის­ტის­თ­ვის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი და სა­პა­ტიო საქ­მი­ა­ნო­ბაა. ერთ-ერ­თი ასე­თი, ლე­ლა ბაღ­და­ვა­ძე გახ­ლავთ, რო­მე­ლიც მარ­თა­ლია, "ინ­ტერ­პ­რეს­ნი­უ­სის" წამ­ყ­ვა­ნი თა­ნამ­შ­რო­მე­ლია, მაგ­რამ ნი­უს­რუ­მის თით­ქ­მის ყვე­ლა პლატ­ფორ­მა­ზე წარ­მა­ტე­ბულ მუ­შა­ო­ბას ახერ­ხებს.

ბავ­შ­ვო­ბი­დან ჟურ­ნა­ლის­ტო­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­და და მო­მა­ვალ­ში მხო­ლოდ ამ პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნად წარ­მო­ედ­გი­ნა თა­ვი. ოც­ნე­ბა აუხ­და.

- ჩე­მი პრაქ­ტი­კუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა ჟურ­ნალ "ულ­ტ­რა­დან" და­იწყო. მუ­შა­ო­ბას სტა­ჟი­ო­რად 16 წლის ასაკ­ში შე­ვუ­დე­ქი. კარ­გად მახ­სოვს პირ­ვე­ლი ჰო­ნო­რა­რი - 15 ლა­რი ავი­ღე. ის დღე ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ერთ-ერ­თი უბედ­ნი­ე­რე­სი იყო. იმა­ვე სა­ღა­მოს ოჯახ­ში დი­დი სუფ­რა გა­ი­შა­ლა - მა­მა­ჩემ­მა ვერ გეტყ­ვით, რა თან­ხა და­ხარ­ჯა იმ "15 ლა­რის" აღ­სა­ნიშ­ნა­ვად (ი­ღი­მის)... ცო­ტა ხანს ტე­ლე­კომ­პა­ნია "202"-შიც ვი­მუ­შა­ვე, მაგ­რამ მა­ლე ეს კომ­პა­ნია და­ი­ხუ­რა. მე­რე ჩემს შრო­მით ბი­ოგ­რა­ფი­ა­ში სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო­ე­ბის სე­რია და­იწყო: რამ­დე­ნი­მე სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შ­რო­მე­ლი გახ­ლ­დით, მაგ­რამ წე­ლი­წად­ზე მეტ­ხანს ვერ­სად გავ­ჩერ­დი... ორ­წე­ლი­წად-ნა­ხე­ვა­რია "პა­ლიტ­რა­მე­დი­ის" ნი­უს­რუ­მის ჟურ­ნა­ლის­ტი ვარ. ვთა­ნამ­შ­რომ­ლობ რო­გორც "ინ­ტერ­პ­რეს­ნი­უს­თან", ასე­ვე "პა­ლიტ­რა ტვ"-სთან, რა­დიო "პა­ლიტ­რას­თან" და "ამ­ბე­ბი.გე"-სთან. "პა­ლიტ­რა­მე­დი­ა" არის კომ­პა­ნია, სა­დაც რაც დრო გა­დის, თავს უფ­რო კომ­ფორ­ტუ­ლად ვგრძნობ. ეს იმის შე­დე­გია, რომ აქ და­ფა­სე­ბას ვგრძნობ, რაც გა­მო­ი­ხა­ტე­ბა იმა­შიც, რომ პე­რი­ო­დუ­ლად, წა­ხა­ლი­სე­ბის მიზ­ნით, თა­ნამ­შ­რომ­ლებს სხვა­დას­ხ­ვა პრი­ზით გვა­სა­ჩუქ­რე­ბენ. შარ­შან, თე­ბერ­ვალ­ში გუ­და­ურ­ში ორ­კა­ცი­ა­ნი საგ­ზუ­რი მომ­ცეს და მე­უღ­ლეს­თან ერ­თად იქ მშვე­ნივ­რად და­ვის­ვე­ნე. ამას­თან, ისეთ გუნ­დ­ში ვარ, რო­მე­ლიც მზად არის, 24-სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში იმუ­შა­ოს.

- მძი­მე სა­მუ­შაო გრა­ფი­კის ფონ­ზე რა­ი­მე ეპი­ზოდს ხომ ვერ გა­იხ­სე­ნებ?

- მახ­სოვს, ჩვე­ნი ერთ-ერ­თი "უ­რე­ჟი­მო რე­ჟი­მი" ცი­ხის სკან­და­ლის შემ­დ­გო­მი აქ­ცი­ე­ბის დროს გვქონ­და, რო­დე­საც პი­რა­დად ჩე­მი სა­მუ­შაო დღე დი­ლის 5 სა­ათ­ზე დამ­თავ­რ­ებულა... ხში­რად ამ­ბო­ბენ, რომ ჩვენ­თან მუ­შა­ო­ბა რთუ­ლია. რე­ა­ლუ­რად, მარ­თ­ლაც ასეა, მაგ­რამ რთულ­ზე მე­ტად, ჩვენ­თან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბის წე­სია, რად­გა­ნაც ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი ნი­უს­რუ­მის თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი ვართ, - კონ­კ­რე­ტულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე, ერ­თი ჟურ­ნა­ლის­ტი სამ-ოთხ სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხურს წარ­მო­ვად­გენთ და ვემ­სა­ხუ­რე­ბით: ვწერთ ნი­უსს "ინ­ტერ­პ­რეს­ნი­უ­სის­თ­ვის", ვა­კე­თებთ ჩარ­თ­ვებს რა­დიო "პა­ლიტ­რის" მთა­ვა­რი სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბის­თ­ვის და სი­უ­ჟე­ტებს ვამ­ზა­დებთ "პა­ლიტ­რა ტვ"-სთვის. რაც აქ ვმუ­შა­ობ, მი­ნა­ხავს მუ­შა­ო­ბის დაწყე­ბის სურ­ვი­ლით ჩვენ­თან მო­სუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც მა­ლე აქე­დან, პირ­და­პი­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბით, თავ­ქუდ­მოგ­ლე­ჯი­ლი გაქ­ცე­უ­ლან და უთ­ქ­ვამთ, რომ სი­გი­ჟეა აქ მუ­შა­ო­ბა, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი მათ ძა­ლებს აღე­მა­ტე­ბა... არა­და, ეს ნამ­დ­ვი­ლად არ არის სი­გი­ჟე და აქ მუ­შა­ო­ბა რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია, ამას ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რად ვამ­ტ­კი­ცებთ... მინ­და ვთქვა, რომ "პა­ლიტ­რა­მე­დი­ის" ნი­უს­რუმს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი, ნა­ტა მუმ­ლა­ძე ჰყავს. ასევე მინ­და გა­მოვ­ყო "ინ­ტერ­პ­რე­სნიუსის" რე­დაქ­ტო­რი - ირი­ნა დე­კა­ნო­ი­ძე. მას "დიქ­ტა­ტორს" ვე­ძა­ხით, თუმ­ცა ეს ის "დიქ­ტა­ტო­რი­ა", რომ­ლის ოფის­ში არ­ყოფ­ნი­სას სე­რი­ო­ზულ დის­კომ­ფორტს გან­ვიც­დით და რო­ცა სამ­სა­ხურ­შია, ვი­ცით, რომ სა­ა­გენ­ტო მო­წეს­რი­გე­ბუ­ლად და აწყო­ბი­ლად იმუ­შა­ვებს.

- ლე­ლა, რა­დიო "პა­ლიტ­რა­ში" ერ­თი პე­რი­ო­დი გა­და­ცე­მა "რე­ზი­უ­მეც" მიგ­ყავ­და...

- კი, ამ კომ­პა­ნი­ა­ში არა­ერ­თი მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­მოვ­ცა­დე თა­ვი. 9 თვის დაწყე­ბუ­ლი მქონ­და "პა­ლიტ­რა­ში" სამ­სა­ხუ­რი და მახ­სოვს, ჩვენ­მა მა­შინ­დელ­მა მთა­ვარ­მა რე­დაქ­ტორ­მა - ბაია ცა­ნა­ვამ მითხ­რა, "რე­ზი­უ­მე" უნ­და წა­იყ­ვა­ნო, რად­გა­ნ გა­და­ცე­მის წამ­ყ­ვა­ნი - მე­რაბ მეტ­რე­ვე­ლი ორ­კ­ვი­რი­ან შვე­ბუ­ლე­ბა­ში გა­ვი­დაო. რა თქმა უნ­და, დი­დი ნდო­ბა იყო და უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბით გან­ვიმ­ს­ჭ­ვა­ლე. ძა­ლი­ან ვღე­ლავ­დი, მაგ­რამ პირ­ვე­ლი გა­და­ცე­მის შემ­დეგ უფ­რო­სებ­მა მითხ­რეს, რომ მშვე­ნივ­რად გა­მო­მი­ვი­და და სა­ნერ­ვი­უ­ლო არა­ფე­რი მქონ­და. კომ­პ­ლი­მენ­ტე­ბი კო­ლე­გებ­მაც მითხ­რეს, რაც შემ­დ­გო­მი მუ­შა­ო­ბის­თ­ვის სტი­მუ­ლი იყო. იმ ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­და­ცე­მა­ში მოწ­ვე­უ­ლი სტუმ­რე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა დღეს მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რია...

- ვი­ცი, რომ "რე­ზი­უ­მეს" სტუ­მა­რი დღე­ვან­დე­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რი - ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლიც იყო...

- კი, ერთ დღე­საც პრო­დი­უ­სერ­მა მითხ­რა, რომ ჩვე­ნი სტუ­მა­რი ახალ­ბე­და პო­ლი­ტი­კო­სი, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო. მა­შინ ოპო­ზი­ცი­უ­რი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ერთ-ერ­თი ლი­დე­რი გახ­ლ­დათ. მოკ­ლედ, მი­სი პირ­და­პირ ეთერ­ში სტუმ­რო­ბის დე­ბი­უ­ტი "რე­ზი­უ­მე­ში" შედ­გა, რო­მე­ლიც მე მიმ­ყავ­და. ბა­ტო­ნი ირაკ­ლი ძა­ლი­ან ღე­ლავ­და. მეც თა­ვი­დან­ვე საქ­მის კურ­ს­ში ჩა­ვა­ყე­ნე - რომ მეც თით­ქ­მის ანა­ლო­გი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვიმ­ყო­ფე­ბო­დი, რად­გან ასე­თი გა­და­ცე­მის წაყ­ვა­ნის მწი­რი გა­მოც­დი­ლე­ბა მქონ­და. თუმ­ცა ყვე­ლა­ფერ­მა მშვე­ნივ­რად ჩა­ი­ა­რა. გა­და­ცე­მა რომ და­იწყო, სადღაც გაქ­რა მი­სი ნერ­ვი­უ­ლო­ბა.

- მა­შინ ალ­ბათ ვერც წარ­მო­იდ­გენ­დი, რომ ის ქვეყ­ნის ერთ-ერ­თი პირ­ვე­ლი პი­რი იქ­ნე­ბო­და, არა?

- დი­ახ, ისე­ვე, რო­გორც იმას, რომ ჩე­მი სხვა სტუმ­რე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი გახ­დე­ბოდ­ნენ. დღეს მა­თი 90 პრო­ცენ­ტი მი­ნის­ტ­რე­ბი არი­ან: თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი, სო­ზარ სუ­ბა­რი, კა­ხა კა­ლა­ძე; დე­პუ­ტა­ტე­ბი: თი­ნა ხი­და­შე­ლი, ზა­ქა­რია ქუც­ნაშ­ვი­ლი, ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი...

- შენ­თ­ვის რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტის­თ­ვის, რა არის მთა­ვა­რი?

- ვი­ყო ოპე­რა­ტი­უ­ლი და ობი­ექ­ტუ­რი. "ინ­ტერ­პ­რეს­ნი­უ­სის" ჟურ­ნა­ლის­ტებს ბევ­რ­ჯერ გვქო­ნია ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო და შე­საძ­ლოა, შო­კის მომ­გ­ვ­რე­ლიც ყო­ფი­ლი­ყო, მაგ­რამ ის დაბ­ლო­კი­ლა და ვერ მოხ­ვედ­რი­ლა ჩვენს ვებ­გ­ვ­რ­დ­ზე იმი­ტომ, რომ ვთქვათ, ვერ მო­ხერ­ხ­და ჭეშ­მა­რი­ტე­ბის დად­გე­ნა... ხში­რად ამ­ბო­ბენ, რომ ჟურ­ნა­ლის­ტის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის გან­მ­საზღ­ვ­რე­ლი ის არის, რო­ცა კარს უხუ­რა­ვენ და ფან­ჯ­რი­დან გა­და­დის. მე არ მი­ვე­კუთ­ვ­ნე­ბი ჟურ­ნა­ლის­ტ­თა იმ კა­ტე­გო­რი­ას, რო­მე­ლიც ფიქ­რობს, რომ ეს და­უ­წე­რე­ლი კა­ნო­ნი ნე­ბის­მი­ე­რი და­ხუ­რუ­ლი კა­რის შემ­თხ­ვე­ვა­ში უნ­და გა­მო­ი­ყე­ნოს. სა­კუ­თა­რი პრაქ­ტი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ღია, უშუ­ა­ლო, ჯან­სა­ღი, ადა­მი­ა­ნუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა მე­ტად პრო­დუქ­ტი­უ­ლია და პრაქ­ტი­კა­ში არა­ერ­თხელ მქო­ნია ასე­თი ფაქ­ტი...

- საყ­ვა­რე­ლი რეს­პონ­დენ­ტი თუ გყავს?

- კი, მყავს, არჩილ კბილაშვილი და ამ სტა­ტუ­სით სარ­გებ­ლობ­და ჯერ კი­დევ მა­შინ, სანამ მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რი გახ­დებოდა. არ მახ­სოვს, არც ერთ თხოვ­ნა­ზე, კო­მენ­ტარ­თან და­კავ­ში­რე­ბით, მის­გან უარი მი­მე­ღოს. ის ხში­რად ამის გა­მო სხვა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის კრი­ტი­კის ობი­ექ­ტი ხდე­ბო­და და ადა­ნა­შა­უ­ლებ­დ­ნენ იმა­ში, რომ "ინ­ტერ­პ­რეს­ნი­უსს" პრი­ვი­ლე­გი­რე­ბულ მდგო­მა­რე­ბა­ში აყე­ნებ­და. ჟურ­ნა­ლის­ტის მი­ზა­ნია, ქვეყ­ნის პირ­ველ პი­რებ­თან კონ­ტაქ­ტ­ზე გა­ვი­დეს. თუ ამას ვერ მო­ა­ხერ­ხებს, წამ­გე­ბი­ან პო­ზი­ცი­ა­ში რომ დგე­ბა, ეს არა­ვისი ბრა­ლია... მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ის არის, რომ კბი­ლაშ­ვი­ლი ისე­თი­ვე ღირ­სე­ულ ადა­მი­ა­ნად დარ­ჩა, რო­გო­რიც თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ნიშ­ვ­ნამ­დე იყო. ეს ღირ­სე­ბა მე­რეც შე­ი­ნარ­ჩუ­ნა, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით ზო­გი­ერ­თი პო­ლი­ტი­კო­სის­გან, რომ­ლე­ბიც თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ნიშ­ვ­ნის შემ­დეგ შე­იც­ვალ­ნენ. არა­და, ოპო­ზი­ცი­ა­ში ყოფ­ნი­სას სრუ­ლი­ად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლე­ბი იყ­ვ­ნენ. დღეს გვერ­დით ისე ჩა­გივ­ლი­ან, გა­მარ­ჯო­ბა­საც არ გეტყ­ვი­ან. თუ­კი ამ ინ­ტერ­ვი­უ­ში სა­კუ­თარ თავს ამო­იც­ნო­ბენ, კარ­გია!..

- ლე­ლა, სა­ოც­რად აქ­ტი­უ­რი ჟურ­ნა­ლის­ტი ხარ. ამა­ვე დროს, ხარ ახალ­გაზ­რ­და დე­დაც. რო­გორ ახერ­ხებ ამ ყვე­ლაფ­რის ერ­თ­მა­ნეთ­თან შე­თავ­სე­ბას?

- ორი გო­გო­ნა მყავს: უფ­რო­სი 8 წლის არის, უმ­ც­რო­სი - 3-ის... მარ­თა­ლია, მო­ვა­ხერ­ხე სა­კუ­თა­რი თა­ვის რე­ა­ლი­ზე­ბა, მაქვს სამ­სა­ხუ­რი, მაგ­რამ ამა­ში დი­დი წვლი­ლი მი­უძღ­ვის დე­და­ჩემს და ჩემს მე­უღ­ლეს. რომ არა მა­თი მხარ­და­ჭე­რა და დახ­მა­რე­ბა, ამას ვერ შევ­ძ­ლებ­დი. შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ დე­დამ თა­ვი­სი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა შე­მომ­წი­რა, - თვი­თონ დაჯ­და შინ იმის გა­მო, რომ მე მე­მუ­შა­ვა. ჩე­მი მშობ­ლე­ბი ჯერ სწავ­ლა­ში და შემ­დეგ უკ­ვე პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში და­მეხ­მარ­ნენ, მაგ­რამ ბავ­შ­ვე­ბი უჩემობას გა­ნიც­დი­ან. ჩემს მე­უღ­ლე­საც დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კით უწევს მუ­შა­ო­ბა. უფ­რო­სი გო­გო­ნა მე­უბ­ნე­ბა, ზუს­ტად ვი­ცი, რომ ჟურ­ნა­ლის­ტი არა­სო­დეს ვიქ­ნე­ბი იმი­ტომ, რომ შვი­ლი არ მი­ვა­ტო­ვოო (ი­ღი­მე­ბა)...

- ე.ი. კმა­ყო­ფი­ლი ხარ არ­ჩე­ვა­ნით?

- პრო­ფე­სი­ას თა­ვი­დან რომ ვირ­ჩევ­დე, ისევ ჟურ­ნა­ლის­ტო­ბას ავირ­ჩევ­დი... ჩე­მი გა­დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კის გა­მო ერ­თი თვის წინ ასე­თი რამ შე­მემ­თხ­ვა: მე და ჩე­მი მე­უღ­ლე სახ­ლ­ში გვი­ა­ნო­ბამ­დე ვერ მივ­დი­ვართ, ამი­ტომ გა­ზის კომ­პა­ნი­ის ინ­კა­სა­ტო­რი ჩვე­ნე­ბის ჩა­წე­რას ჩემ­თან და­რეკ­ვის შემ­დეგ ახ­დენს. იმ დღე­საც და­მი­რე­კა. სამ­სა­ხურ­ში ვი­ყა­ვი და ვუთხა­რი, გვი­ან ვიქ­ნე­ბი სახ­ლ­ში, და­გი­რე­კავთ და ჩვე­ნე­ბას ჩა­გა­წე­რი­ნებთ-მეთ­ქი. იმ დღეს ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლი სა­ღა­მო მქონ­და, "ინ­ტერ­პ­რეს­ნი­უს­ში" ვმო­რი­გე­ობ­დი, ბევრ ადა­მი­ან­თან მო­მი­წია და­რეკ­ვამ, მათ შო­რის, ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის ად­ვო­კა­ტებ­თან და პრო­კუ­რა­ტუ­რის თა­ნამ­შ­რომ­ლებ­თან. სახ­ლ­ში რომ მი­ვე­დი, ავ­კ­რი­ფე ინ­კა­სა­ტო­რის ნო­მე­რი და მრიცხ­ვე­ლის ჩვე­ნე­ბა ვუ­კარ­ნა­ხე. რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ მი­რე­კავს და გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ხმით მე­უბ­ნე­ბა: ჩვე­ნე­ბას არ ჩა­მა­წე­რი­ნებთ? აღ­მოჩ­ნ­და, რომ რეს­პონ­დენ­ტ­თან და­მი­რე­კავს, ისიც მიხ­ვ­და, რომ შე­მე­შა­ლა და არც შე­იმ­ჩ­ნია.

ლა­ლი ფა­ცია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები