მზია ორველაშვილის ქორწილში თამადა ოთარ ტატიშვილი იქნება

მზია ორველაშვილის ქორწილში თამადა ოთარ ტატიშვილი იქნება

მზია ორველაშვილი საზოგადოებამ ''ცეკვავენ ვარსკვლავებიდან'' გაიცნო, სადაც გუგა კუზანოვსა და ოთარ ტატიშვილს უწევდა პარტნიორობას, მან ამ პროექტში სიყვარულიც იპოვა - საშა ოხრიმენკო, რომელიც პროექტის ქორეოგრაფიულ მონახაზებს ამზადებდა დიმა დიკუსარსა და ალიონა შოპტენკოსთან ერთად. წელიწადზე მეტია, წყვილი ერთად ცხოვრობს.

- ოჯახთან ერთად პროექტის მერე დასასვენებლად უკრაინაში გავემგზავრეთ და ახლა ჩამოვედით, რომ მუშაობა გავაგრძელოთ ჩვენს სტუდიაში. მოვინახულეთ საშას მშობლები.

- როგორც ჩანს, საშამ საქართველოში დარჩენა გადაწყვიტა.

- თბილისში სამუდამოდ არ დარჩენილა. უკრაინაშიც აქვთ სტუდია და ბევრს მუშაობენ დიმა, ალიონა და საშა. საქართველოშიც იქნება და უკრაინაშიც.

- საშას მშობლებთან პირველად იყავით ჩასული?

- პირველად ერთი წლის წინ ვიყავი მათთან სტუმრად, როდესაც მე და საშამ ურთიერთობა დავიწყეთ. საშას ძალიან კარგი ოჯახი აქვს.

- ქართველ რძალს როგორ შეხვდნენ?

- ძალიან თბილად მიმიღეს. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ მათ დიდი ხნის განმავლობაში ვიცნობდი. გაცნობის დღიდან თავს მევლებიან. ვფიქრობ, ასეთი ოჯახი ადამიანმა უნდა ინატროს. კარგად მიიღეს ჩემი შვილიც. ხანდახან მგონია, რომ ჯადოსნურ სამყაროში მოვხვდი. ასეთი რამ ძალიან იშვიათად ხდება, როდესაც ადამიანი მეორედ თხოვდება. მგონია, ხოლმე, რომ მე ვარ ერთადერთი, ასე ძალიან რომ გამიმართლა. ჩემი შვილიც კარგად გრძნობს მათთან თავს. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. როგორც საკუთარი შვილიშვილი, ისე მიიღეს ლევანი და საშაც ისე უყურებს მას, როგორც თავის შვილს, ყველაფერს უსრულებს.

- საშასთვის ეს პირველი ქორწინებაა?

- საშას არ ჰქონია ოჯახი. ჩვენ ოფიციალურად არ მოგვიწერია ხელი და ჯვარი არ დაგვიწერია, მაგრამ ერთად ვცხოვრობთ. ქორწილის გადახდას ზაფხულში ვგეგმავთ. გვინდა, უკრაინაში უკრაინული ტრადიციების დაცვით გადავიხადოთ ქორწილი და საქართველოშიც აუცილებლად გადავიხდით ქართული ტრადიციების დაცვით.

- ქართულ-უკრაინული ტრადიციები განსხვავდება ერთმანეთისგან.

- უკრაინელებს არ აქვთ თამადობის ტრადიცია. მათ ჰყავთ წამყვანი, რომელიც მხოლოდ იმას აცხადებს, ვინ უნდა თქვას სადღეგრძელო. ერთხელ თბილისში ქორწილში ვიყავით და საშამ თქვა, თქვენი თამადები ძალიან დიდ სადღეგრძელოებს ამბობენო. მხოლოდ ამაზე ვიკამათეთ. მე ვამბობდი, ქართული სუფრა თამადის გარეშე როგორ იქნება-მეთქი. გადავწყვიტეთ, რომ თბილისში ჩვენი ქორწილის თამადა ოთარ ტატიშვილი იქნება.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება