თემქაზე საკუთარ სახლში ქალი მოკლეს

თემქაზე საკუთარ სახლში ქალი მოკლეს

თემქაზე ხანშიშესული რუსი ეროვნების ქალი საკუთარ სახლში მოკლეს. "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მკვლელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე უკვე დაკავებულია მამაკაცი.

მათივე ინფორმაციით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

წინასწარი ინფორმაციით, თემქის მეოთხე მიკრორაიონის მე-8 კორპუსში მცხოვრები ხანშიშესული ქალბატონი ცივი იარაღით არის მოკლული.

ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ