"ამას თავი ეკატერინე მედიჩი ხომ არ გონია?" - ახალაიას მეუღლე დავით ზურაბიშვილზე

"ამას თავი ეკატერინე მედიჩი ხომ არ გონია?" - ახალაიას მეუღლე დავით ზურაბიშვილზე

ბაჩო ახალაიას გამამართლებელ განაჩენთან დაკავშირებით "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერის დავით ზურაბიშვილის კომენტარს "ნაციონალური" მოძრაობის წევრები და მხარდამჭერები ეხმაურებიან.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს:

"თუ პარლამენტის თავმჯდომარე, ფასადურად მაინც, იგივე აზრის არაა, მაშინ რატომ უნდა დარჩეს ეს სუბიექტი მისი მრჩეველის თანამდებობაზე და რატომ უნდა გადავუხადოთ მას ჩვენ ხელფასი? თუ ფასადური შელამაზება უფრო ეუკადრისება, ვიდრე ოხლოკრატიული მმართველობის დე იურე შემოღება?".

ზურაბიშვილის პოსტს გამოეხმაურა ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილიც:

"ეს ზურაბიშვილი "ბართლომეს ღამით" რომ იმუქრება თავი ეკატერინე მედიჩი ხომ არ გონია? ან არ იცის მაგ ღამეს მერე ომი რომ მოყვა? თუმცა რა გასაკვირია, ერთი კარგი მეზღაპრეა ბატონი დათო და შეიძლება თავი დედოფლადაც კი წარმოიდგინოს ხანდახან :)

P.S. მასობრივი ძალადობრივი აქტი თქვენი ხელისუფლებისგან არც გამიკვირდება, ჯერ არ მოსულხართ და უკვე მოწმეების და პატიმრების გატაცებებით, პატიმრებზე ზეწოლებით და ადვოკატებზე თავდასხმებით ხართ განთქმული", - წერს ანი.

დავით ზურაბიშვილს არაადეკვატურობაში ადანაშაულებს "თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი თეა თუთბერიძე და საკუთარ წარსულს ახსენებს.

"როგორც ჩანს ადეკვატურობა დაკარგა სულ.

ბატონო დავით,

1. ჩერგოლეიშვილი თუ ბაჩო ახალაიას მანიაკად მოიხსენიებს, ეს არა ბაჩო ახალაიას, არამედ თავად ჩერგოლეიშვილის პრობლემაა და სხვა რამეზე მეტყველებს;

2. რაც შეგეხებათ პირადად თქვენ, ვინ იყო ან არის ბაჩო ახალაია ეს როდის აქეთ გაიგეთ, თავისუფლების ინსტიტუტში რომ მუშაობდით მასთან ერთად, თუ როცა ნაცმოძრაობის უმრავლესობა დატოვეთ იმის გამო, რომ სათანადოდ ვერ დაგაფასეს და ოპოზიციაში გადაბარგდით?

3. სასამართლოს გამამართლებელი განაჩენები არა მხოლოდ პროკურატურის ცუდი მუშაობის შედეგზე მიუთითებს (რა თქმა უნდა, კარგ მუშაობად ვერანაირად ვერ იქნება აღქმული საქმეების შეთითხვნა და ახალ-ახალი სულელური ბრალდებების წაყენება ადამიანისთვის, რომელიც აგერ უკვე 16 თვეა წინასწარ პატიმრობაში ჰყავს ამ ხელისუფლებას გამომწყვდეული ციხეში), არამედ მიუთითებს იმაზე, რომ თქვენი არჩეული ხელისუფლება ჩადის დანაშაულს, ახდენს ადამიანების ცილისწამებას, ცდილობს შეტენოს ათასგვარი დანაშაული და წარმოაჩინოს კრიმინალად (ამ ყველაფერში თქვენმა არჩეულმა ხელისუფლებამ, წინა ხელისუფლებას უკვე გადააჭარბა);

4. თქვენ და თქვენი არჩეული ხელისუფლება წარმატებით აგრძელებთ კრიმინალური სამყაროს რევანშს ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ, ადამიანის წინააღმდეგ, რომელმაც თქვენგან განსხვავებით, ხელისუფლებაში ყოფნის დრო კომპიუტერული თამაშებისთვის კი არ დაკარგა, არამედ 26 წლის ახალგაზრდამ ბრძოლა გამოუცხადა ქურდულ და კრიმინალურ სამყაროს (რითაც საკუთარი თავიც და ოჯახიც საფრთხის ქვეშ ჩააგდო), მომდევნო წლებში კი დაიწყო ქართული არმიის მშენებლობა, ქართული სამხედრო წარმოება, თავდაცვითი ობიექტების მშენებლობა და ა.შ.

5. როგორც მინიმუმ, მე თქვენ ადგილზე უხერხულობას მაინც ვიგრძნობდი, როცა ასეთ რამეს წერთ ადამიანზე, რომელმაც არა მხოლოდ თქვენგან განსხვავებით, არამედ ნაციონალური მოძრაობის ბევრი წევრისგან განსხვავებით ხელისუფლებაში ყოფნა საკუთარი კეთილდღეობისთვის ან პიარის საკეთებლად კი არ გამოიყენა, არამედ ქვეყნისთვის, თავისი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საქმეების კეთებას მიუძღვნა", - წერს თუთბერიძე.

იხილეთ ასევე: დავით ზურაბიშვილი - ახალაიას ასეთი განაჩენი აძლიერებს ერთ კაი ეროვნულ "ბართლომეს ღამეზე" დაკვეთას

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს