"ჯიგარი" ტაქსის მძღოლისა და მადლიერი კლიენტის ამბავი

"ჯიგარი" ტაქსის მძღოლისა და მადლიერი კლიენტის ამბავი

ახალი წლის წინა დღეებში, ბაზრობიდან პროდუქტებით დატვირთული, სახლში ტაქსით წამოვედი. გზაში მძღოლთან საუბარში ისე გავერთე რომ ვერ შევამჩნიე, ჯიბიდან ტელეფონი როდის ამომივარდა. სახლში შესულმა, "მობილური" რომ ვერსად ვიპოვე, მაშინვე ჩემს ნომერზე გადავრეკე, მაგრამ... "თქვენ დაუკავშირდით "მაგთიკომს", მობილური ტელეფონი გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდან".... მანამდე ერთი ტელეფონი ერთ-ერთ ცნობილ კაფეში დამრჩა. მიუხედავად იმისა, რომ ამ კაფის ხშირი სტუმარი ვიყავი, უკან მიბრუნებულს მაინც აღარ გამომიჩინეს... ორივე შემთხვევაში ტელეფონზე კი არა, კონტაქტებზე უფრო დამწყდა გული. თუმცა, გუშინ "ფეისბუქის" ერთ-ერთმა სტატუსმა მიმახვედრა, რომ პატიოსანი ადამიანები ჯერ კიდევ არსებობენ და დაკარგულ ნივთებს მეპატრონეს უბრუნებენ. აი, რას ყვება "კვირის პალიტრასთან" საუბარში დაკარგული ნივთის პატრონი:

დავით კლდიაშვილი:

"ოთხი დღის წინ ტაქსში დამრჩა "პლანშეტი." არც ნომერი ვიცოდი ტაქსის, არც გამოძახებით მყავდა, არც სახლთან მივუყვანივარ. უბრალოდ გზაში დავანახე სად მყავდა საბურავდაშვებული მანქანა დაყენებული (სახლიდან შორს). იმედი გადაწურული მქონდა და დაკარგულ ნივთზე გული მწყდებოდა. რამდენიმე დღის შემდეგ, ერთ საღამოს ჩემს მანქანასთან მისულმა, საქარე მინაზე მიმაგრებული ფურცელი დამხვდა, სადაც ნომერი იყო მითითებული. ვრეკავ და მპასუხობს ტაქსის მძღოლი.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია