რუსეთში მაქმანებიანი საცვლები აკრძალეს

რუსეთში მაქმანებიანი საცვლები აკრძალეს

საბაჟო კავშირის ქვეყნების (რუსეთი, ბელორუსი, ყაზახეთი) ტერიტორიაზე მაქმანებიანი საცვლების წარმოებაზე, იმპორტსა და რეალიზაციაზე აკრძალვა შემოიღეს.

აკრძალვა გამოიწვია იმან, რომ აღნიშნული პროდუქცია საბაჟო კავშირის ტექნიკურ რეგლამენტს არ აკმაყოფილებს.

"მოთხოვნები ახალი არ არის, ისინი უკვე არსებობდა. კოლეგებს მათზე დაყრდნობით უნდა შემოეტანათ პროდუქცია, ხოლო მათ ისე გაასაღეს, თითქოს მათთვის ეს ახალია. აქედან გამომდინარე, აუცილებელია გარკვევა, როგორ შემოჰქონდათ ადრე პროდუქცია", - განაცხადა ევრაზიის ეკონომიკური კომისიის ტექნიკური რეგულირების საკითხების მინისტრმა, ვალერი კორეშკოვმა.

ასეთი ტიპის პროდუქტი მაღაზიების დახლებიდან შესაძლოა, 2014 წლის 1-ელი ივლისიდან გაქრეს, თუ საბაჟო კავშირის ტექნიკურ რეგლამენტში ცვლილებებს არ შეიტანენ.

რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ ადრე განაცხადა, რომ საბაჟო კავშირის ტექნიკურ რეგლამენტში ქალის მაქმანებიანი საცვლების აკრძალვის გაუქმების მიღწევას გეგმავს.

მომზადებულია Интерфакс-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს