ნიკა წერედიანი - "კინაღამ ქალი ვიმსხვერპლე"

ნიკა წერედიანი - "კინაღამ ქალი ვიმსხვერპლე"

ნიკა წერედიანი ათი წელია, თუმანიშვილის თეატრის მსახიობია. მამის, სოხუმის თეატრის მსახიობ ნუგზარ წერედიანის, გვერდით, კულისებშია გაზრდილი და ალბათ, გასაკვირი არ არის, რომ თავადაც ეს პროფესია აირჩია.

დღეს თეატრში ნიკა წერედიანი დაკავებულია რამდენიმე სპექტაკლში - "ზვავი“, "პოლიცია“, "დრაკონი“, "7 პ.პ“... გადაღებულია რამდენიმე სერიალში: "K 17“-ში, მან სპეცრაზმელის როლი განასახიერა, "გოგონა გარეუბნიდან - მედიარში"ექიმის ხალათი მოირგო. ახლახან "ტელეიმედის"სერიალში "ჩვენი ამბავი"მთავარი გმირების დედის, ნანა ლორთქიფანიძის პერსონაჟის ახალგაზრდა საქმროს როლი შეასრულა...

- ნიკა, მამის პროფესიის გამო, სულ თეატრში გიწევდათ ყოფნა, ბავშვობაში რამე როლი თუ შეგისრულებიათ რომელიმე სპექტაკლში?

- არა, მაგრამ ახლახან, ახალ წელთან დაკავშირებით ერთი შემთხვევა გამახსენდა. მამა გარკვეული პერიოდი თბილისში ფილარმონიაში მუშაობდა, სადაც თოვლის ბაბუის განსახიერება უწევდა. არ ვიცი, ვისი გადაწყვეტილებით, მაგრამ როცა 6-7 წლის ვიყავი, კინტოს ფორმა ჩამაცვეს, წითელი ლენტი გადამიჭირეს და იმ წელს მე ვიყავი "ახალი წელი“. ეს იყო და ეს, ბავშვობაში სცენასთან სხვა შეხება არ მქონია. თუმცა ყოველთვის მომწონდა ის გარემო. ვუყურებდი, მსახიობები როგორ იკეთებდნენ და იშორებდნენ გრიმს, ემზადებოდნენ სცენაზე გასასვლელად, ყველას ტექსტი ზეპირად ვიცოდი და დარბაზში მჯდომი, წინასწარ ვჩურჩულებდი მათ რეპლიკებს. ეს სამყარო ძალიან მომწონდა და ბავშვის თვალებით კიდევ უფრო ლამაზ ფერებში ჩანდა.

ჩვენ ცუდი პერიოდი დაგვემთხვა, როცა მე გაკვეთილები უნდა მესწავლა, წიგნები მეკითხა და ინტელექტი გამეღრმავებინა, არ გვქონდა შუქი, გაზი, გვიწევდა პურის რიგში დგომა. კი, რაღაცას ვახერხებდით, მაგრამ მაინც მოშორებულები ვიყავით სულიერ საზრდოს. მამაჩემს გაუხარდა, როცა გაიგო, რომ მსახიობობას ვაპირებდი - ბავშვი განათლებას შეიძენს, სხვა თუ არაფერი, კარგი მაყურებელი იქნებაო. ძალიან უცბად მივიღე ეს გადაწყვეტილება. მანამდე არ მივლია დრამწრეზე, არც მეტყველებასა და ოსტატობაში მოვმზადებულვარ. გამოცდებამდე რამდენჯერმე ვიყავი დიმა ჯაიანთან მისული. ის არაჩვეულებრივად კითხულობს ლექსებს, მან ამიხსნა, რა იყო ეტიუდი და სხვა ნიუანსები. ფაქტობრივად, დაახლოებით ერთკვირიანი მომზადების შემდეგ გამოცდებზე გავედი.

თავიდან ბატონი ანზორ ქუთათელაძის ჯგუფში მოვხვდი. ის არაჩვეულებრივად საყვარელი, ბუნჩულა ბაბუ იყო, კეთილი თვალებით. შემდეგ ნანა დემეტრაშვილის ჯგუფში გადავინაცვლეთ. გამიმართლა, რომ ასეთი ადამიანების ხელში აღმოვჩნდი. ჯგუფში დაახლოებით 14 კაცი ვსწავლობდით და დღეს ყველა არტისტია.

- დღეს როგორ აფასებთ თქვენს პროფესიულ არჩევანს?

- დრო რომ გადის და შენს ნაბიჯს აანალიზებ, ხვდები, რომ ყველაზე მაგარი პროფესია გაქვს არჩეული. სამყაროს აბსოლუტურად სხვა თვალით ხედავ. უცხო ადამიანის თვისებებს, საქციელს აკვირდები და თან ამაზე ტვინი ავტომატურად და გამუდმებით მუშაობს. ვთქვათ, ქუჩაში ვიღაც მოდის და სიარულის მანერა მოგეწონება, ცდილობ დაიმახსოვრო. შეიძლება, ვიღაცამ დაიყვიროს და იმ ხმას ჩაუღრმავდე და მერე იქიდან რაღაც ისტორია ააგო.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება