სალომე ჭაჭუამ ქორწილში "ბიონსეს კაბა" ჩაიცვა (+ფოტოგალერეა)

სალომე ჭაჭუამ ქორწილში "ბიონსეს კაბა" ჩაიცვა (+ფოტოგალერეა)

ვინც შოუბიზნესის სიახლეებს თვალყურს ადევნებს, სალომე ჭაჭუას საქორწილო კაბა მომღერალ ბიონსეს კაბას გაახსენებდა, რომელიც მას 26 იანვარს ლოს-ანჯელესში "გრემის" რიგით 56 დაჯილდოების ცერემონიალზე ეცვა.

ეს დიზაინერ მაიკლ კოსტელოს ესკიზით შექმნილი ნამუშევარი იყო. ძირითადი ნაჭერი კრემისფერია, რომელსაც ყვავილების ფორმის თეთრი მაქმანები ფარავს; კაბას ზურგი ღრმად ამოჭრილი ჰქონდა. თეთრი მაქმანები სხეულის ინტიმურ ადგილებს ფარავდა და ისეთი შეგრძნება რჩებოდა, თითქოს მომღერალი ღონისძიებაზე შიშველი მივიდა.

მსგავსი სტილისაა სალომეს საქორწილო კაბა, რომელიც მაიკლ კოსტელოს ესკიზის ძირითად დეტალებს თითქმის იმეორებს: მაქმანებს, ზურგის ჭრილსა და დახურულ გულ-მკერდს.

იხილეთ ფოტოგალერეა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება