აკურიდან სტალინის ბიუსტი გაუჩინარდა

აკურიდან სტალინის ბიუსტი გაუჩინარდა

თელავის რაიონის სოფელ აკურაში, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალზე სტალინის ბიუსტი აღარ დგას. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ბიუსტი 3 კვირის წინ, ღამით გაუჩინარდა, თუმცა, ვინ წაიღო ძეგლი, აკურელებისთვის უცნობია.

"დილით გამოვედით და აღარ იყო, არავინ იცის, სად წაიღეს ან ვინ. ვიღაც ქალზე ამბობენ, იმან თქვა თელავშიო, ეროვნული გმირის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გვერდით სტალინის ბიუსტს რა უნდაო. თელავში რომ მოხსნეს სტალინის ძეგლი, 1 კვირაში აქაც მოიხსნა. ე.ი. ქაქუცა ჩოლოყაშვილი იყო ეროვნული გმირი და სტალინი არაფერი იყო, ეგრე გამოდის. ჩვენ გვინდოდა, რომ ყოფილიყო, მაგრამ ვინ გვეკითხება”, - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ადგილობრივმა სულიკო დუიშვილმა.

სტალინის ბიუსტის კვარცხლბეკიდან მოხსნის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ სოფელ აკურის ტერიტორიული ორგანოსა და თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.

"არ ვიცი, სად წაიღეს ან ვინ წაიღო, გამგეობას განკარგულება არ მიუღია, რომ ბიუსტის დემონტაჟი მომხდარიყო, არც საკრებულოს უმსჯელია ამ საკითხზე",- აღნიშნა გამგებელმა გივი მეტრეველმა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია