ვენეციის კარნავალი გაიხსნა

ვენეციის კარნავალი გაიხსნა

იტალიაში ტრადიციული ვენეციის კარნავალი დაიწყო. იგი ორ კვირაზე მეტხანს გრძელდება. წელს კარნავალი აღდგომის დღესასწაულამდე შვიდი კვირით ადრე, 4 მარტს დასრულდება. აღდგომას წელს მართლმადიდებლური და კათოლიკური ეკლესია ერთდროულად, 20 აპრილს აღნიშნავს.

კარნავალის პერიოდში ტრადიციულად, ფერად კოსტიუმებში გამოწყობილი ადამიანები ქალაქის ქუჩებში მხიარულობენ. 2014 წელს კარნავალის თემა, რომლითაც ძველი ტრადიციით ზამთარს აცილებენ და გაზაფხულს ხვდებიან, "საოცარი ბუნება" გახდა.

მხიარულება 15 თებერვალს გრანდ-კანალზე  გონდოლებისა და მუსიკოსების მოკაზმული პლატფორმების ჩავლით გაიხსნა.

ვენეციური კარნავალის კულმინაცია ორი ტრადიციული მოვლენა გახდება - "მარიას მსვლელობა", რომელიც მეკობრეების მიერ მოტაცებული ვენეციელი საცოლეების გათავისუფლებას ეძღვნება და "ანგელოზის ჩამოფრენა". ტრადიციულად, საკარნავალო კაბაში გამოწყობილი გოგონა წმინდა მარკის სამრეკვლოზე ადის და იქიდან მოედანზე ეშვება, სადაც მას ზეიმის მონაწილეები და ტურისტები ელოდებიან.

ქუჩის მსვლელობების და კონცერტების გარდა, ვენეციის თეატრებში სპექტაკლები გაიმართება. XVIII საუკუნის მსგავს ვახშმებზე დასასწრები ბილეთების ფასმა კი შესაძლოა, 600-1000 ევროს მიაღწიოს.

ვენეციაში კარნავალის პერიოდში ტურისტების ნაკადი ორჯერ იზრდება.

მომზადებულია ИТАР-ТАСС-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს