მოსკოვში კატა ფანჯრიდან გადახტა და მას ბავშვი თან მიყვა

მოსკოვში კატა ფანჯრიდან გადახტა და მას ბავშვი თან მიყვა

მოსკოვში წლინახევრის ბავშვი მეცხრე სართულიდან გადავარდნის შემდეგ, გადარჩა. ამის შესახებ lifenews.ru იუწყება. პატარა ბარძაყის მოტეხილობით და დახურული ქალა-ტვინის ტრავმით შოკურ მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ბავშვი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. მშობლების თქმით, გოგონა ფანჯარასთან კატას  ეთამაშებოდა, რა დროსაც ქარმა ფანჯარა გააღო და შინაური ცხოველი ფანჯრიდან გადახტა. ბავშვი კატას "გაჰყვა" და მეცხრე სართულიდან გადავარდა.

ამჟამად კირა ჟ. ბავშვთა რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ექიმები ცდილობენ, გოგონა მდგომარეობიდან გამოიყვანონ.

კატა ცოცხალი გადარჩა, ბოლო მომენტში მან შეძლო ფანჯრის რაფაზე ჩამოკიდება.

მომზადებულია lifenews.ru-ს მიხედვით.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია