გორში მომხდარი მკვლელობის ვერსიები

გორში მომხდარი მკვლელობის ვერსიები

შსს-ს გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1984 წელს დაბადებული, გორში მცხოვრები გურამ გ. ვერხვების დასახლებაში მცხოვრები კახა ტატანაშვილის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ გურამ გ-მ ურთიერთშელაპარაკებისას ცეცხლსასროლი იარაღით მუცლის არეში დაჭრა 1973 წელს დაბადებული ტატანაშვილი, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

ფაქტის არაოფიციალური ვერსიით, მოკლული ნათესავთან იმყოფებოდა, სადაც ოჯახის ერთ-ერთ წევრ გოგონას ეჭვმიტანილი გურამ გ. გამუდმებით ურეკავდა. რამდენიმე ზარის შემდეგ მას ტატანაშვილმა უპასუხა. სატელეფონო კამათი გარეთ გაგრძელდა და მკვლელობით დასრულდა.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა გურამ გ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით კი, ეჭვმიტანილი მეორე დილით თავად ჩაბარდა პოლიციას.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ