ქურდი გაკოჭეს და სასჯელის მიზნით ჭიანჭველების ბუდეზე დატოვეს

ქურდი გაკოჭეს და სასჯელის მიზნით ჭიანჭველების ბუდეზე დატოვეს

ბრაზილიაში, ქალაქ ტერეზინაში ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ქურდობაში გამოიჭირეს, დასჯის მიზნით, ადგილობრივმა მოსახლეობამ თოკით გაკოჭა და ჭიანჭველების ბუდეზე დატოვა.

ადამიანები მშვიდად უყურებდნენ, როგორ კბენდნენ ეჭვმიტანილს მწერები. ინციდენტის ამსახველი ვიდეო "ფეისბუქში" გავრცელდა. უცნობია, ხანგრძლივი ტანჯვის შედეგად სხეულის რა დაზიანებები მიიღო ქურდობაში ეჭვმიტანილმა.

როგორც სოციალურ ქსელში განთავსებული ვიდეოს კომენტარებიდან ირკვევა, ბრაზილიაში კრიმინალების დასასჯელად ამ ხერხს ხშირად მიმართავენ, რადგანაც ადგილობრივებს სასამართლო სისტემის მიმართ ნდობა დაკარგული აქვთ.

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს