ექსკლუზიური ინტერვიუ კაცთან, რომელიც უსასრულოდ ლაპარაკობს

ექსკლუზიური ინტერვიუ კაცთან, რომელიც უსასრულოდ ლაპარაკობს

რამდენიმე დღეა, სოციალურ ქსელში დიდ მოწონებას იმსახურებს ერთი ახალგაზრდა კაცის გაუთავებელი მონოლოგები... იგი აუდიტორიას საკუთარი იუმორითა და იმიტაციის უნარით აოცებს. მთავარი კი ის არის, რომ სულ ლაპარაკობს, არ ჩერდება. მასთან გასაუბრება ჩვენც შევძელით და ამასთან, ვეცადეთ, მისი საუბრის სტილისთვის ფეხი აგვეწყო.

- ვინ ხარ და რა გინდა? გაუთავებლად რატომ ლაპარაკობ?

- მე ვარ ადამიანი, რომელიც სულ ლაპარაკობს იმიტომ, რომ სხვანაირად არ შეუძლია...

- საინტერესოდ კი ლაპარაკობ, მაგრამ დიდი დოზით მიწოდებული საინტერესოც ხომ იცი, ერთხელაც შეიძლება უინტერესო და მოსაბეზრებელი აღმოჩნდეს...

- კი, მაგრამ ჩუმად ყოფნა არ შემიძლია... ალბათ ეს სხვებისთვის უცნაურია, ჩემთვის კი ბავშვობიდან ბუნებრივი მდგომარეობაა. რაც შეეხება საინტერესო-უინტერესოს, ჩემი აზრით, ეს ყველაფერი პირობითი ცნებებია... როგორც დალაი-ლამამ ნიურნბერგში ერთ-ერთ კონფერენციაზე ყოფნისას მითხრა, ლაპარაკი კოსმოსიდან გამოხმობილი ექოაო.

- მოკლედ, ასეთი მეტყველი და მოუბარი დაიბადე?

- კი, ბავშვობიდანვე ასეთი ვარ. დედაჩემი ამბობს: ენა 4 თვისამ აიდგიო. თურმე თავიდანვე, ბავშვის კვალობაზე, სრულყოფილად ვმეტყველებდი... ხანდახან გაუგებრადაც კი, მაგრამ დედას ყოველთვის ესმოდა, რას ვამბობდი და ვგულისხმობდი... როგორც ამბობენ, ჩემი დიდი ბაბუაც გამუდმებით ლაპარაკობდა. ემიგრანტი იყო და ქალაქ პროვანსში ცხოვრობდა...

- ისე, შენი საქციელით ადამიანებს, იმისკენ ხომ არ მოუწოდებ, რომ ყველამ შენნაირად, გაუთავებლად ილაპარაკოს? წარმოგიდგენია, რა მოხდებოდა?

- დაახლოებით წარმომიდგენია, მაგრამ ეგ ახლა დიდად არ მაწყობს... ხომ ხვდებით? ასე გამორჩეული და უნიკალური ვარ, ისე კი, ერთ-ერთი, რიგითი ტიპი ვიქნებოდი...

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია