"სპროტსმენების დიდ ნაწილს ქვეყანა ფეხებზე კიდია" - მერაბ მეტრეველი ქართველ ოლიმპიელებზე

"სპროტსმენების დიდ ნაწილს ქვეყანა ფეხებზე კიდია" - მერაბ მეტრეველი ქართველ ოლიმპიელებზე

ტელე-რადიო წამყვანი მერაბ მეტრეველი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ქართველ სპორტსმენებს პატრიოტიზმის უქონლობაში ადანაშაულებს და მიიჩნევს, რომ სოჭის ოლიპიადაში მონაწილეობაზე უარი უნდა ეთქვათ.

"აქ ბევრი მაკრიტიკებს ქართველ მოთხილამურეებს სამრცხვინოებს რატომ უწოდებ, მერე რა რომ ასპარეზობას გამოეთიშნენ, რაც შეუძლიათ აკეთებენ და ქვეყნის სახელი გააქვთ საერთაშორისო ასპარეზზეო. რითი გააქვთ, ბოლო ადგილებზე რომ გადიან?! განა, ქვეყნის სახელს უფრო არ გაიტანდნენ საერთაშორისო არენაზე ამ ოლიმპიადისთვის ინდივიდუალურად მაინც რომ გამოეცხადებინათ ბოიკოტი, ან თუნდაც იქ გამოეხატათ პროტესტი რაიმე ფორმით? მათზე მთელი საერთაშორისო პრესა ილაპარაკებდა, მათ მთელი მსოფლიოც გაიცნობდა და ჩვენს პრობლემასაც გააგებინებდნენ კიდევ ერთხელ სამყაროს. ახლა კი რა მივიღეთ? იძახეს: ჩვენთვის სპორტია მთავარი პოლიტიკა არ გვაინტერესებსო (ვითომ ქვეყნის ოკუპაცია მარტო პოლიტიკოსების პრობლემა იყოს) და სპორტულ ამბავშიც თავი შეირცხვინეს (მედლებს მათგან არავინ ითხოვდა). ყველას ვისაც სმაშობლოს განცდა არ აქვს, სამარცხვინოს ვუწოდებ. სამწუხაროდ, ქართველი სპროტსმენების დიდ ნაწილს ქვეყანა ფეხებზე კიდია. ფეხბურთელები ამის კარგი მაგალითია. რა თქმა უნდა, არიან გამონაკლისებიც, მაგალითად რაგბისტები", - წერს მეტრეველი.

შეგახსენებთ, 19 თებერვალს სოჭის ოლიმპიადაზე ვაჟთა შორის ასპარეზობა გიგანტურ სლალომში გაიმართა.

საქართველოს სახელით ორმა მოთხილამურემ იასპარეზა - ალექსანდრე ბენიაიძემ და იასონ აბრამაშვილმა.

სამწუხაროდ, ქართველმა სპორტსმენებმა პირველი დაშვება ვერ ჩაამთავრეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ მეორე დაშვების მცდელობა აღარ ექნებათ.

ბენიაიძე და აბრამაშვილი 22 თებერვალს სლალომში ცდიან ძალებს. ამასთან, სოჭის ოლიმპიადაზე ქართველ სპორტსმენთაგან პირველმა ნინო წიკლაურმა იასპარეზა, რომელმაც გიგანტურ სლალომში 49-ე ადგილი დაიკავა. ნინო 21 თებერვალს სლალომში ცდის ძალებს.

გარდა ამისა, 19 თებერვალს ელენე გედევანიშვილი ფიგურულ სრიალში ქალთა ინდივიდუალურ გამოსვლებში, მოკლე პროგრამით საღამოს 21:00 სთ-დან წარდგება.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს