ბეთანიაში დღეს ღირსი მამა გიორგი (იოანე) მხეიძისა და ღირსი იოანე მაისურაძის საფლავები გაიხსნება

ბეთანიაში დღეს ღირსი მამა გიორგი (იოანე) მხეიძისა და ღირსი იოანე მაისურაძის საფლავები გაიხსნება

ბეთანიაში დღეს ღირსი მამა გიორგი (იოანე) მხეიძისა და ღირსი იოანე მაისურაძის საფლავები გაიხსნება. როგორც "ინტერპრენსიუსს" პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განუცხადა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უახლეს ისტორიაში პირველად ხდება წმინდანად შერაცხულთა საფლავების გახსნა.

"XX საუკუნის ბოლოსა და XXI საუკუნის დასაწყისში წმინდა სინოდის მიერ წმინდანად ბევრი პიროვნება შეირაცხა. თუმცა, წმინდანთა საფლავის გახსნა პირველად ხდება", - აღნიშნა მამა მიქაელმა.

მისივე თქმით, საფლავის გახსნის დროს წმინდანად შერაცხვისთვის სხეულის უხრწნელობა ერთადერთი მტკიცებულება არ არის. "უხრწნელება არ არის ერთადერთი მტკიცებულება ადამიანის წმინდანობის დასადგენად. ეს ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია ამ მთლიანი თემის, რასასც კანონიზაცია ჰქვია. შეიძლება უხრწნელი არ დაგვხვდეს, შეიძლება უხრწნელიც იყოს. საფლავის გათხრის შემდეგ, ჩვენც ასეთ მოლოდინის რეჟიმში ვართ, რა მდგომარეობა დაგვხვდება იქ, უხრწნელი იქნება თუ გახრწნილი იქნება სხეული, ამით არ განისაზღვრება წმინდანობა. ეს არ არ არის ერთადერთი მტკიცებულება", - დასძინა მამა მიქაელმა.

მისივე თქმით, პიროვნების თუ სასულიერო პირის წმინდანად შერაცხვა წმინდა სინოდის მიერ ხდება. სინოდის მიერ შექმნილი კომისია სწავლობს პირის კანონიზაციის საკითხს. კერძოდ, ხდება წმინდანად შესარაცხი პირის ცხოვრების შესწავლა. შეისწავლიან მისი ცხოვრების წესს ან შრომებს, თუ სასულიერო პირია ქადაგებებს, რათა იქ არ იყოს ისეთის ცდომილება, რაც მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებას ან ქრისტიანი ადამიანის ცხოვრების წესს ეწინააღმდეგება. საფლავზე განხორციელებული სასწაულები კი ამა თუ იმ პიროვნების კანონიზაციასთან დაკავშირებით დამატებითი მტკიცებულებებია.

დღეს, 17:00 საათზე ბეთანიაში მამა გაბრიელის მოძღვრის, ღირსი მამა გიორგი-იოანეს და ღირსი მამა იოანეს წმინდა ნაწილები გაიხსნება და ბეთანიის მონასტრის ღვთისმშობლის შობის ტაძარში დასვენდება, რის შემდეგაც დაიწყება საზეიმო ლოცვა, ხოლო 24:00 საათზე - საზეიმო წირვა ღამისთევით. წირვა-ლოცვა და პარაკლისები შემდეგ დღეებშიც აღესრულება. 22 თებერვალს კი გაიხსნება სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში დაკრძალული ღირსი მამის, წმინდა გაბრიელ სალოსის წმინდა ნაწილები.

ღირსი მამა იოანე ათონის მთაზე 17 წელი მოღვაწეობდა. 1920-21 წწ-ში იგი სხვა ქართველ ბერებთან ერთად იძულებული გახდა ათონის მთა დაეტოვებინა და საქართველოში დაბრუნებულიყო. ღირსი მამა იოანე ბეთანიის მონასტერში დამკვიდრდა. 1924 წლიდან ბეთანიის მონასტერში მოღვაწეობდა მამა გიორგი მხეიძეც. 50-იანი წლებიდან ღირსი მამები მამა გაბრიელის სულიერი მოძღვრები გახდნენ.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია