სალომე ზურაბიშვილი - "მრცხვენია ქართველი სპორტსმენების"

სალომე ზურაბიშვილი - "მრცხვენია ქართველი სპორტსმენების"

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვბილი სოჭის ოლიმპიადის მონაწილე ქართველ სპორტსმენებს სამარცხვინოს უწოდებს.

"ეს იმათთვის, ვინც გულზე ხელის დადებით სპორტი უნდა პოლიტიკაზე ზემოდ იდგეს.... რაც ტოტალიტარული ქვეყნები ჩაერთვნენ ოლიმპიადებში, ეს არა მართლდება... ვუთანაგრძნობ უკრაინელ სპორტსმენებს და მცხვენია ქართველი სპორტსმენებისა, ვინც ვერ გაიაზრეს, რომ შენ ტერიტორიაზე სხვა ქვეყნის მიერ დამზადებულ სპეკტაკლში არ უნდა მონაწილეობდე, რაც არ უნდა არ მიღებული ოქრო გიღირდეს", - წერს ზურაბიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

შეგახსენებთ, უკრაინელმა მოთხილამურეებმა მარინა ლისოგორმა და კატერინა სერდიუკმა უარი თქვეს, მონაწილეობა მიიღონ სოჭის ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალში. ამის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც სპორტსმენები სტარტზე არ გავიდნენ. რატომ თქვეს უარი უკრაინელმა მოთხილამურეებმა ასპარეზობაში მონაწილეობაზე, ოფიციალური განცხადებები ამ თემაზე ჯერ არ გაკეთებულა, თუმცა ერთ-ერთი ვერსიით, პროტესტი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება.

ამასთან, 19 თებერვალს სოჭის ოლიმპიადაზე ვაჟთა შორის ასპარეზობა გიგანტურ სლალომში გაიმართა. საქართველოს სახელით ორმა მოთხილამურემ იასპარეზა - ალექსანდრე ბენიაიძემ და იასონ აბრამაშვილმა.

სამწუხაროდ, ქართველმა სპორტსმენებმა პირველი დაშვება ვერ ჩაამთავრეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ მეორე დაშვების მცდელობა აღარ ექნებათ.

ბენიაიძე და აბრამაშვილი 22 თებერვალს სლალომში ცდიან ძალებს. ამასთან, სოჭის ოლიმპიადაზე ქართველ სპორტსმენთაგან პირველმა ნინო წიკლაურმა იასპარეზა, რომელმაც გიგანტურ სლალომში 49-ე ადგილი დაიკავა. ნინო 21 თებერვალს სლალომში ცდის ძალებს.

იხილეთ ასევე: "მოვა დრო და ამისთვის მადლობას გადაგვიხდით" - ჩიორა თაქთაქიშვილისა და მარიამ კუკუნაშვილის დაპირისპირება

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს