როგორ ხდება ცხოველებისა და ადამიანების მუმიფიცირება თანამედროვე ეპოქაში?

როგორ ხდება ცხოველებისა და ადამიანების მუმიფიცირება თანამედროვე ეპოქაში?

თუ ძველი ეგვიპტე გხიბლავთ და არც მუმიფიცირების მიმართ ხართ გულგრილი, სიკვდილის შემდეგ თქვენი სხეულისგან მუმიის დამზადება Summum-ის მუმიფიცირების სერვისშია შესაძლებელი.

კომპანია აშშ-ში, იუტას შტატში კლოდ ნოველის ხელმძღვანელობით 1975 წელს ჩამოყალიბდა. ის მსოფლიოში ერთადერთი დამკრძალავი კომპანიაა, სადაც მუმიფიცირება ხდება. სხეულის მუმიფიცირებისთვის თანამშრომლებს 90 დღე სჭირდებათ. თავდაპირველად ორგანიზამს სისხლისგან ცლიან, შემდეგ შინაგან ორგანოებს აცლიან და ასუფთავებენ. მოგვიანებით გვამი მთელი 70 დღის განმავლობაში ქიმიურად დამუშავებულ საცავში ჰიდრატირდება. შემდეგ სხეულს ლანოლინსა და ცვილში ჟღენთავენ, მოგვიანებით ბამბის ქსოვილით ფუთავენ. ამის შემდეგ ბინტით სხეულის სასურველი პოზა ფიქსირდება. როდესაც მუმია მზად იქნებ, ბრინჯაოს, ან ფოლადის კუბოში ათავსებენ.

კომპანიის მენეჯმენტით ბევრი ადამიანია კმაყოფილი - მათ 25 000 მოთხოვნა ჰქონდათ და სერვისით დაინტერესებული 1500 ადამიანი უკვე დაარეგისტრირეს. თუმცა, მუმიფიცირება მხოლოდ ადამიანებს არ უკეთდებათ, კომპანიაში მიჰყავთ საყვარელი ცხოველები და ფრინველები.

"ზოგიერთ ადამიანს უყვარს საკუთარ სახლებში მუმიფიცირებული ცხოველების შენახვა. ყველაზე მეტად, რაც გვიხარია არის ის, რომ ეს ცხოველები და ფრინველები ზუსტად ისევე გამოიყურებიან, როგორც სიკვდილის დღეს. დროთა განმავლობაში იმ ცხოველებსაც ვნახულობთ, რომლებსაც მუმიფიცირება წლების წინ ჩავუტარეთ და ყველა შესანიშნავად გამოიყურება", - ამბობენ კომპანიაში.

ამასთან, კომპანიაში ადამიანები სიცოცხლეშივე რეგისტრირდებიან და კონტრაქტს დებენ. როგორც კონსულტანტი რონ თემუ ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, ძალიან ბევრი ადამიანი დარეგისტრირდა 30-40 წლის ასაკში და ისინი ახლა 50-60 წლისები არიან. შეკითხვაზე, რატომ უნდა მოუნდეს ადამიანს, მისი სხეული მუმიად აქციონ, კომპანიაში ასეთი პასუხი აქვთ - "ამ არჩევანს ადამიანები სხვადასხვა მიზეზით აკეთებენ. ზოგიერთი ფიქრობს, რომ ამ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები უკეთებიათ და მუმიფიცირება დაიმსახურეს. ბევრი კი ფიქრობს, რომ მუმიფიცირება სულს სიკვდილის შემდეგ ცხოვრებაში ეხმარება".

როგორც კომპანიაში აცხადებენ, შესაძლებელია მუმიიდან დნმ-ის ამოღება. უამრავი ადამიანი გვირეკავს და გვეკითხება: "შემიძლია ჩემი დნმ-ის შენახვა?". ხალხს მოსწონს აზრი, რომ კლონირებაა შესაძლებელი.

თუმცა, ეს სერვისი იაფი არ გეგონოთ. მაგალითად, კატის მუმიფიცირება 6 000 დოლარი ჯდება, ძაღლების 25 000 დოლარი. ხოლო ადამიანების 40 000 დოლარიდან იწყება. კოლოსალური თანხის მიუხედავად, კლიენტები სერვისის მიმართ ინტერესს არ კარგავენ.

"ხალხი ხშირად მეკითხება. როდის აპირებს თქვენი პირველი ადამიანი გარდაცვალებას, რომ შემდეგ ადამიანზე მუმიფიცირება ჩაატაროთ? ყველა ჩვენი კლიენტი ჯანმრთელია და არც კი ვიცი, როდესმე რომელიმე მათგანი სიკვდილს თუ აპირებს", - ამბობს კომპანიის ხელმძღვანელი.

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია odditycentral.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს