"თეატრალური კვარტეტის" წევრმა ჟურნალისტზე იქორწინა

 "თეატრალური კვარტეტის" წევრმა ჟურნალისტზე იქორწინა

"თეატრალური კვარტეტის" ბანი, ოთო კოვზირიძე დაოჯახდა. კვარტეტის სხვა წევრებისგან განსხვავებით, ოთო დიდხანს იყო მარტო, თუმცა რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ ის ჟურნალისტ ეკა ჩიკვაიძეზე იყო შეყვარებული. ოთო და ეკა ერთმანეთს დიდი ხნის მანძილზე ხვდებოდნენ, მაგრამ დღემდე ამ სასიყვარულო ამბავს საიდუმლოდ ინახავდნენ. გუშინ კი წყვილმა ჯვარი დაიწერა და გრანდიოზული, თეატრალური ქორწილისთვის ემზადებიან. ჩვენ ოთო კოვზირიძეს დავუკავშირდით:

- ეკა ოთხი წლის წინ გავიცანი გიზო ნიშნიანიძის შემოქმედებით საღამოზე ფილარმონიაში. ის ჟურნალისტი იყო, მე კი ვმღეროდი კონცერტზე. ჩემთან ინტერვიუ ჩაწერა და პირველად სწორედ მაშინ მომეწონა, მასაც მოვეწონე და გუშინ უნივერსიტეტის ეზოში, დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარში ჯვარი დავიწერეთ.

- ვინ იყვნენ მეჯვარეები?

- ჩემი მეჯვარე იყო "თეატრალური კვარტეტის" წევრი და ჩემი მეგობარი ივა ჭყონია.

- ოთხი წელი მალავდით სიყვარულს?

- პერიოდულად შეყვარებულები ვიყავით, მაგრამ ხშირად ვშორდებოდით. ძალიან მომხიბლა მისმა გარეგნობამ და მხიარულმა ხასიათმა.

- რა მიზეზებით შორდებოდით?

- მე ძალიან დაკავებული ვიყავი მაშინ, როგორც ყველა გოგოს, მასაც არ მოსწონდა ჩემი დაკავებულობა და ამიტომ ხშირად ვშორდებოდით ერთმანეთს. შემდეგ კი ჩამოვყალიბდი და გადავწყვიტეთ დაქორწინება.

- დიდხანს ფიქრობდი დაოჯახებაზე?

- სანამ ადამიანი ოჯახის შექმნას გადაწყვეტს მანამდე უნდა დაფიქრდეს, ადამიანთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება უნდა ჰქონდეს, კარგად იცნობდეს, შემდეგ ოჯახს როცა შექმნი, პრობლემების წინაშე რომ არ დადგე. ის ჟურნალისტია, მე მსახიობი და მომღერალი. ასე რომ, საინტერესო წყვილი ვართ.

- ქორწილის გადახდას გეგმავთ?

- ვგეგმავთ უახლოეს მომავალში გრანდიოზული ქორწილის გადახდას. ეს იქნება კოსტუმირებული ქორწილი.

თამარ ბოჭორიშვილი

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება