სამტრედიაში ძლიერი ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაიწვა

სამტრედიაში ძლიერი ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაიწვა

სამტრედიის რაიონის წიაღობნის დასახლებაში ძლიერი ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაიწვა.

როგორც სახანძრო სამსახურში აცხადებენ, ორსართულიან საცხოვრებელ სახლთან ერთად დამწვარია მსუბუქი მანქანა, სახლში არსებული ქონება, წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუქტყვი.

"საშინელი ხანძარი იყო, სახლი მთლიანად დაიწვა. რაც კი ქონება ჰქონდათ, ვერაფერი ვერ გადაარჩინეს. დაიწვა მანქანა, ფრინველების და პირუქტყვის სადგომიც. სამტრედიის სახანძრო ჯგუფებს ქუთაისის სახანძრო ეკიპაჟებიც ეხმარებოდნენ",- განაცხადეს სახანძრო სამსახურში.

ხანძარი დღეს დილით, გამთენიისას მოხდა.

წყარო: topnews.com.ge

topnews.com.ge

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია