მაილი საირუსმა კეტი პერის ვნებიანად აკოცა

მაილი საირუსმა კეტი პერის ვნებიანად აკოცა

ლოს-ანჯელესში Staples Center-ში კონცერტის დროს მაილი სარუსმა თაყვანისმცემლები კიდევ ერთხელ გააოცა. ჰიტ Adore You-ს შესრულებისას კოლეგა კეტი პერისკენ დაიხარა და ვნებიანად აკოცა.

21 წლის მომღერალმა ახალი საგასტროლო ტური Bangerz Tour ახლახან დაიწყო, მაგრამ უკვე იქმნება შთაბეჭდილება, რომ საირუსმა აღარ იცის, ყურადღება როგორ მიიპყროს.

კეტი პერი მაილი საირუსის გულშემატკივარი ჯერ კიდევ "დისნეის" დროიდან არის და მანამდე, სანამ კონცერტზე წავიდოდა, "ტვიტერში" დაწერა: "იმედი მაქვს, მაილი საირუსი Breakout-ს ან The Climb-ს შეასრულებს. გთხოვ!"

ვნებიანი კოცნის შემდეგ, პერის გვერდზე კიდევ ერთი ჩანაწერი გაჩნდა: "მაილი საირუსო, ამის შემდეგ გაღმერთებ ".

კანადაში, ვანკუვერში მაილი საირუსის პირველი კონცერტების შემდეგ, საზოგადოება მომღერლის ზედმეტად თამამი შოუების აკრძალვის მოთხოვნით გამოვიდა. საზოგადოების აზრით, მაილი საირუსის ზედმეტად თამამმა საქციელმა შესაძლოა, ახალგაზრდობა გარყვნას, რომელიც მისგან მაგალითს იღებს.

მაგრამ ყველა ასეთ განცხადებაზე მაილი ღიმილით პასუხობს, რომ გულშემატკივრებს ყოველთვის აფრთხილებს - მისი შოუ ბავშებისთვის არ არის. 

მომზადებულია people.com-ის მიხედვით.