დირექტივა სამინისტროდან - "ნებისმიერი საშუალებით ჩააკმენდინე ხმა"

დირექტივა სამინისტროდან - "ნებისმიერი საშუალებით ჩააკმენდინე ხმა"

"ვინც რაღაცას დაიწყებს იქა, იმას, ეგრევე ჩააკმენდინო უნდა ხმა. ეს არის პროგრამა. პარტიული და იდეოლოგიური ხასიათი ამას არა აქვს. ვიღაც გამოხტება და დაიწყებს განყენებულ თემაზე ლაპარაკს, ნებისმიერი საშუალებით ჩააკმენდიე ხმა, გააგდე იქედან საერთოდ, სოფლის პროგრამაა ესა", - ეს დირექტივა სოფლის რწმუნებულებს გორში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ კოტე ხმალაძემ მისცა (სტილი დაცულია).

აღნიშნული განცხადება ხმალაძემ მას შემდეგ გააკეთა, რაც ერთ-ერთმა რწმუნებულმა იკითხა, როგორ უნდა მოიქცნენ, თუ სოფელში გამართული კრების დროს, ოპოზიციური პარტიების წევრებმა განსხვავებული მოსაზრებები გამოთქვეს.

კასპში შეხვედრისას ხმალაძემ ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულებს განუცხადა, რომ იმ დროს, როდესაც აღწერის მონაცემები ჯერ კიდევ არ არის, რწმუნებულებს სოფლის მცხოვრებთა სია უნდა ჰქონდეთ.

"სოფელში რომ კაცი გქვია, გამგებელი ხარ, ისიც უნდა იცოდეთ, ვინ ვის ჰყვარობს სოფელში და ვინ ვისთან დაძვრება", - ესეც ხმალაძის დირექტივაა, ამჯერად კასპში, სოფლის რწმუნებულებთან შეხვედრისას.

რეგიონებში სოფლის რწმუნებულებს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მაღალჩინოსანი სოფლის დახმარების პროგრამასთან დაკავშირებით ხვდება. სამინისტროს ინფორმაციით, ხმალაძე რწმუნებულებს ტრენინგს უტარებს.

ე.წ. ტრენინგებზე დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მიერ გაკეთებული ამ განცხადებების ამსახველი ვიდეოჩანაწერი შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა.

მომზადებულია qartli.ge-სა და ick.ge-ს მიხედვით

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა