ექიმებმა პაციენტის სხეულიდან 42 მარგალიტი ამოიღეს

ექიმებმა პაციენტის სხეულიდან 42 მარგალიტი ამოიღეს

ექიმებმა პაციენტის სხეულიდან 42 მარგალიტი ამოიღეს. 2011 წელს ჩინეთის პროვინცია ხუნანის 61 წლის მკვიდრმა, ჩზოუ ფენმა წელის ტკივილების გამო ძველი მედიცინის ექიმ-ექსპერტს მიმართა, რომელმაც პაციენტის კანქვეშ მარგალიტების განთავსებით მკურნალობა გადაწყვიტა.

"მან მითხრა, რომ მცირე ზომის ჭრილობაში ძვირფას ქვებს განათავსებდა, შემდეგ მას გაკერავდა და მარგალიტებს სხეულში დატოვებდა. მინდა ვთქვა, რომ მალევე, რაც ჩემს სხეულში 42 მარგალიტი გაჩნდა, თავი გაცილებით კარგად ვიგრძენი",- ამბობს ჩინელი მამაკაცი.

მაგრამ მალე არატრადიციული მეთოდებით მკურნალობის თაყვანისმცემელმა მკურნალთან მისვლა ინანა, რადგან მას არა მხოლოდ წელის, არამედ სახსრების ტკივილიც დაეწყო, რამაც მოძრაობა მნიშვნელოვნად შეუზღუდა. შეწუხებული მამაკაცი მკურნალის მოძებნას შეეცადა, მაგრამ იგი პროვინციიდან გაემგზავრა.

საბოლოოდ ჩზოუმ საავადმყოფოს მიმართა და გამოცდილი ექიმებიც კი გააოგნა.

ქირურგ სინგ ვანის თქმით, მკურნალობის "ველურმა" მეთოდებმა მას ძვლები, მათ შორის ბარძაყის სახსარი დაუზიანა, ამიტომ მამაკაცს რეკონსტრუქციული ქირურგიის კურსის გავლა მოუწევს.

მომზადებულია FedPost.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს