გოგა ონიანი - პოლიციის თანამშრომლებს ბერა ივანიშვილის დაცვა დაგვავალეს

გოგა ონიანი - პოლიციის თანამშრომლებს ბერა ივანიშვილის დაცვა დაგვავალეს

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ადვოკატ გოგა ონიანის სასამართლო პროცესზე გაკეთებულ განცხადებას აქვეყნებს.

"გოგა ონიანი: სანამ პოლიციიდან წამოვიდოდი, 2 დღით ადრე კრიმინალური პოლიციის ყველა თანამშრომელი დაგვიბარეს და გვითხრეს, რომ სტადიონზე ტარდებოდა ბერა ივანიშვილის კონცერტი, სადაც ყველა უნდა წავსულიყავით, დავმდგარიყავით კარებში და დაგვეცვა ბერას უსაფრთხოება, რაზედაც მე უარი განვაცხადე და ვუთხარი, რომ ეს იყო უკანონობა, რადგან კერძო პირის კონცერტს სახელმწიფო რესურს არ უნდა ახარჯავდნენ, და მითუმეტეს ივანიშვილს არ ქონდა იმის გასაჭირი, რომ დაცვის პოლიცია დაექირავებინა ამ საქმისთვის...", - წერს ნადარეიშვილი.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ადვოკატ გოგა ონიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. ონიანი წინასწარი დაკავების იზოლატორს თანხის გადახდის შემდეგ დატოვებს.

აღსანიშნავია, რომ ბრალდების მხარე ონიანისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.

გოგა ონიანს თავდებში 26 დეპუტატი ჩაუდგა, რომლებიც ონიანის გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდნენ.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს