ადამიანები, რომლებმაც ცხოველების გადასარჩენად სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდეს (+16 ფოტო)

ადამიანები, რომლებმაც ცხოველების გადასარჩენად სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდეს (+16 ფოტო)

ეს ადამიანები ჩვენს გვერდით ცხოვრობენ. შეიძლება მათი სახელები და გვარები არ იცოდეთ, მაგრამ ისინი ნამდვილი გმირები არიან.

ფოტოები სხვადასხვა დროსაა გადაღებული და ზოგიერთ მათგანზე ვრცელი სტატიები დაიბეჭდა. შეუძლებელია ამ ისტორიებმა ვინმე გულგრილი დატოვოს.

რამდენიმე კვირის წინ ბანგლადეშში ბიჭუნამ შველის გადასარჩენად სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდო. როგორც ფოტოებიდან ჩანს, მდინარე საკმაოდ ღრმაა და ბიჭუნა მთლიანად დაფარა. ბიჭს ბელალი ჰქვია. ფოტოები ფოტოგრაფმა ჰასიბულ ვაჰაბმა გადაიღო. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა და ნაპირზე შველიცა და ბიჭიც უვნებელნი გავიდნენ.

ჩინეთში მეგობრებმა 8000 დოლარი გადაიხადეს იმისთვის, რომ რამდენიმე ძაღლი გადაერჩინათ. ეს ფოტო მაშინაა გადაღებული, როდესაც სიკვდილს გადარჩენილი მადლიერი ცხოველები მხსნელს ეხუტებიან.

ეს ძაღლი საკუთარ პატრონს მთელი ახალგაზრდობა ერთგულად ემსახურა. უკვე დაუძლურდა და ვერ დადის. მადლიერების ნიშნად, უკვე მოხუცებული პატრონი საყვარელ მეგობარს ყოველ საღამოს სუფთა ჰაერზე ეტლით ასეირნებს.

ეს ძაღლი ცრემლსადენი გაზის მსხვერპლი გახდა. თურქი მომიტინგეები პირველად დახმარებას უწევენ.

გოგონას სახლში კატა ჰყავს, რომელიც ართრიტით დაავადდა. დედამ მას უთხრა, რომ კატა ცუდადაა და ცხოველს ფრთხილად მოქცეოდა. როგორც ჩანს, გოგონა საყვარელი კატის ავადმყოფობით ძალიან შეწუხდა და გადაწყვიტა, სხვა ცხოველებსაც დახმარებოდა. მან მამას სთხოვა, რომ ყველა მისი სათამაშო გაეყიდათ. ბავშვმა რამდენიმე გირვანქა სტერლინგი დააგროვა და ფული ადგილობრივ ცხოველთა თავშესაფარში მიიტანა.

ბრაზილიის ქალაქ იტაჯაიში მცხოვრებმა 11 წლის ჯინ ფერნანდესმა მაგისტრალზე გადაირბინა, რათა ძაღლი გადაერჩინა, ძაღლს მანქანა დაეჯახა. დაშავებული ძაღლი გზაზე იწვა და ვერ მოძრაობდა, ბიჭმა მიუხედავად გადატვირთული მოძრაობისა, ცხოველი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანა.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია izismile.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს