ჯონ კერი საქართველოს გაზაფხულზე ეწვევა

ჯონ კერი საქართველოს გაზაფხულზე ეწვევა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი საქართველოს გაზაფხულზე ეწვევა. ამასთან, როგორც ჯონ კერიმ განმარტა, დარწმუნებულია, რომ საქართველოს მთავრობა სწორად წაიყვანს ქვეყანას.

"თქვენი მთავრობა არის მომავალზე ორიენტირებული, რომელიც დარწმუნებული ვარ, სწორად წაიყვანს ქვეყანას", – აღნიშნა კერიმ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართული შეხვედრის დროს, რომელიც საქართველოს სამთავრობო დელეგაციასა და სახელმწიფო მდივანს შორის საქართველო-ამერიკის სტარატეგიული თანამშრომლობის ქარტიის პლენარულ სხდომამდე გაიმართა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებით დაინტერესდა და ე.წ. ბორდერიზაციის საკითხზე შეშფოთება გამოთქვა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო ძალიან აფასებს აშშ-ის მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში.

ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ე.წ ბორდერიზაციის პროცესთან დაკავშირებით ამერიკის მკაფიო პოზიციისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ მხარდაჭერა ამ მიმართულებით მომავალშიც გაგრძელდება.

ამასთან, მან ჯონ კერისთან შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარება, ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი არ გადაიხედება, აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება კი საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა