ეკა ხოფერიამ ექიმი ქმარი შოუში გაუშვა

 ეკა ხოფერიამ ექიმი ქმარი შოუში გაუშვა

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ცნობილი ოტორინოლარინგოლოგი მიხეილ ხუჯაძე, - მას სცენაზე მეგაშოუს "ორი ვარსკვლავი" წამყვანები ალბათ, ასე წარადგენენ. დიახ, ბატონი მიშა, ერთ-ერთია იმ წარმატებული ადამიანებიდან, რომლებიც ამ პროექტში მოყვარული მომღერლის რანგში მიიწვიეს. მას პარტნიორობას მომღერალი ანი კეკუა გაუწევს.

- ეს ცნობილი ექიმი შოუში როგორ მოხვდით, მღერით?

- ვმღერი მეგობრებთან ერთად და სახლში. რომ მკითხეს, ხომ არ იმღერებო, დავთანხმდი, იდეა მომეწონა. მუშაობა და რეპეტიციები დავიწყეთ, ბევრ რამეს მასწავლიან, საინტერესო პროცესში ჩავერთე. სიმართლე რომ გითხრათ, ეს პროცესი ძალიან მომეწონა.

- ე.ი. უკვე ინტენსიურ რეპეტიციებს გადიხართ?

- დიახ, რეპეტიციებს რუსა მორჩილაძესთან, ქეთი გაბისიანთან გავდივარ. ვსწავლობ ხმების გაშლას, სპეციფიკური რაღაცებია, რაც სიმართლე გითხრათ, არ ვიცოდი. სიმღერა ერთია, მაგრამ ეს ნიუანსები პროფესიულ დონეზე ახსნილი და ნავარჯიშები კიდევ სხვაა...

- დიდ კონკურსში ჩასაბმელად ემზადებით, რომელსაც თავსი წესები აქვს. ამ ყველაფერს დიდი ძალისხმევა სჭირდება. რას ფიქრობთ, თქვენს პროფესიულ საქმიანობას ეს ხელს არ შეუშლის?

- ცოტა ძნელია, ამ ყველაფრის შეთავსება, მაგრამ უკვე ორი კვირაა, ამ საქმეში ვარ და ვათავსებ. უბრალოდ, ძნელია გოგოებისთვის, ვინც მამეცადინებს, რადგანაც იქ 6 საათისთვის, სამსახურის შემდეგ მივდივარ. ვწუხვარ, რომ ამით ზარალდებიან როგორც გოგოები, ასევე ბიჭებიც (ბენდის წევრები).

- ანუ ადამიანები, ვინც კადრს მიღმა მუშაობენ, რომ შოუ შედგეს... ეს სამზარეულო თქვენი პროფესიული სამზარეულოსგან ბევრად განსხვავდება?

- მომხიბლავია. კარგი აურა ტრიალებს, რომელიც ჩემი პროფესიული მოღვაწეობის შემდეგ, კარგი განტვირთვაა.

- კონკურსისგან რას ელით?

- ჩემთვის, როგორც მოგახსენეთ, ამ შოუში მონაწილეობაა მთავარი და მერე ის, რაც შეიძლება მეტი ვიმღერო.

- ჰო, მაგრამ ტურებს რომ გადალახავენ მონაწილეები, პრეტენზიები უჩნდებათ ხოლმე...

- კი, მაგრამ შეჯიბრების თვალსაზრისით, საერთოდ არ მაინტერსებს ეს კონკურსი. რაც მეტს ვიმღერებ, მეტს მასწავლიან, რაც მეტს მასწავლიან, მეტ ხანს ვიქნები პროექტში და ა.შ.

- ისე, ექიმების უმრავლესობა მაინც ხელოვნებისკენ იხრებით. მღერით და გარკვეული წარმატებებიც გაქვთ...

- კი, მართალია, მაგრამ ახლა რა გამოვა, ჩემ შემთხვევაში, ჯერ არ ვიცი...

- ქვენს პარტნიორ ანი კეკუაზე რას მეტყვით?…

- ჩემთვის სასიამოვნო, სიხარულით სავსე პიროვნებაა. ყველზე მხიარულ პარტნიორს ვუწოდებ. მაგარი გოგოა, პოზიტიური აურა აქვს, ყველას უყვარს. მასზე პროფესიულ დონეზე თუ ვილაპარაკებთ, სერიოზული ვოკალის მქონეა და ღრმა მუსიკალური განათლება აქვს მიღებული...

- მოკლედ, არავის უძალიანდებით, ყველას რჩევას ითვალისწინებთ და მიზანმიმართულად მუშაობთ, არა?

- რაშიც არ ვარ მაგარი და იმ სფეროში ჩემზე კომპეტენტურები მიხსნიან, მასწავლიან, როგორ შეიძლება, ამაში ვინმეს შევეწინააღმდეგო? სიმღერაში არ ვარ მაგარი და რასაც ჩემი მასწავლებელი და მწვრთნელები მეუბნებიან, ვუჯერებ.

- ალბათ, შოუ რომ დაიწყება, თქვენი პაციენტები დაგიმესიჯებენ?

- არა, მგონია, რომ ჩემმა პაციენტებმა დამიმესიჯონ. ყოველ შემთხვევაში, არ მინდა იმიტომ დამიმესიჯონ, მერე სანაცვლოდ რომ ვუმკურნალო (სიცილით ამბობს)? ისე, თუ მოვეწონები, გამომიგზავნონ ესემესები, თუ არადა, არც ეს არის პრობლემა.

- ამ ამპლუაში რომ გიხილავენ, არ გაუკვირდებათ?

- არ ვიცი, ვნახოთ (სიცილით ამბობს)...

- ეკა ხოფერია, თქვენი მეუღლე რას ამბობს?

- ჩემი მთავარი და პირადი პროდუსერი? ნერვიულობს, ჩართულია საქმეში, ბევრ რჩევასა და დარიგებას მაძლევს. ამ თვალსაზრისით, რაღაც ფორა მაქვს...

- თვითონ თუ მღერის?

- დიახ, მღერის. უბრალოდ ცოტა მორცხვია, თორემ ოჯახში სიმღერა ეხერხება. ძალიან შეხმატკბილებული წყვილი ვართ, როცა ვმღერით.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება