რატომ დამალა ოჯახში ''მისტერ ვალენტინზე'' გასვლა დავით ფუტურიძემ

რატომ დამალა ოჯახში ''მისტერ ვალენტინზე'' გასვლა დავით ფუტურიძემ

ფეხბურთის მოედნიდან პირდაპირ პოდიუმზე მოხვდა. ამაზე თავადაც ხალისობს. 19 წლის მომავალი ბიზნესმენი დავით ფუტურიძე ერთ-ერთ უნივერსიტეტში სწავლობს. ახლახან ''ვიცე მისტერ ვალენტინი'' გახდა. კონკურსზე გამარჯვებისთვის მივიდა, თუმცა ჟიურიმ მეორე ადგილი არგუნა.

წლევანდელ ''მისტერ ვალენტინს'' საინტერესო შემთხვევების გარეშე არ ჩაუვლია. ერთ-ერთმა კონკურსანტმა, გიორგი მასხულიამ, გამარჯვებული, თორნიკე ტყემალაძე, კონკურსის ჩაწყობაში დაადანაშაულა, რაც ჩვენი რესპონდენტისთვისაც გასაკვირი აღმოჩნდა...

- დათო, აქამდე თუ გქონია შეხება სამოდელო ბიზნესთან?

- არა. არც ერთ სამოდელო სააგენტოში არ ვყოფილვარ. ამ სფეროში დილეტანტი ვარ. ფოტოაპარატის წინ პოზირებაც კი არ მეხერხება. შარშან უნივერსიტეტში, სადაც ვსწავლობ, რაღაც ფართი ჩატარდა, სადაც ორი ათასამდე მაყურებელი იყო. სულ შემთხვევით გავხდი უნივერსიტეტის ''მისტერი''.

- რომ არ გიზიდავდეს და არ გაინტერესებდეს ეს სფერო, არც იმ პოდიუმზე არ ახვიდოდი.

- გარკვეული დოზით ინტერესი მქონდა, გარკვეულწილად ამბიციაც. როცა დარწმუნებული არ ხარ გამარჯვებაში, პოდიუმზეც არ ახვალ. ოდნავ ცნობადი გავხდი უნივერსიტეტში. ''ფეისბუქზეც'' მეგობრობის თხოვნებმა იმატა. რთულად ვიმახსოვრებ სახეზე ადამიანებს. ქუჩაში რომ მცნობენ და მესალმებიან, ძალიან მრცხვენია, რომ ვერ ვიხსენებ, ვინ არიან (იცინის). ''მისტერ ვალენტინს'' რაც შეეხება, მეგობარმა მთხოვა გავსულიყავი, გამარჯვების შანსი გაქვსო, მიმტკიცებდა. დავუჯერე.

- ზოგადად როგორ უყურებ მამაკაცებს, რომლებიც პოდიუმზე დგანან და ეს საქმე პროფესიად აქვთ ქცეული?

- ქართული მენტალიტეტი ასეთია, მესმის კიდეც მათი, ვინც მოდელ მამაკაცებს აკრიტიკებს. ჩემთვისაც მოდა მოდელ გოგონასთან ასოცირდება. ვერც წარმოვიდგენდი, ოდესმე პოდიუმზე რომ დავდგებოდი. მაგრამ რეალურად ასე არ არის. ძალიან ცნობილ სახეებს ვხედავთ ამ ბიზნესში: კრიშტიანუ რონალდუ, ბექჰემი, ვისზე ნაკლები კაცები არიან?

- ოჯახში როგორ შეხვდნენ შენს ვიცე-ვალენტინობას?

- ნორმალურად. იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა მეგობრებმა ''ფეისბუქზე'' მომწერეს, იქ რა გინდოდაო (იცინის). სხვათა შორის, ოჯახის წევრებისთვის არ მითქვამს, ამ კონკურსში რომ ვიღებდი მონაწილეობას. ოჯახის წევრებისთვის კი არა, მეგობრებისთვისაც არ მითქვამს, ერთი-ორმა მეგობარმა იცოდა მარტო.

- რატომ არ გაამხილე?

- არ მინდოდა, მაშინ გავამხელდი, თუ წარმატებას მივაღწევდი. იქნებ, არაფერი იყოს და ჩუმად ჩაიაროს ამ ყველაფერმა-მეთქი, მაგრამ არ გამომივიდა (იცინის). აგერ ჟურნალისტებიც მწერენ.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება