დონეცკში საოლქო ადმინისტრაციის შენობის შტურმი მიმდინარეობს

დონეცკში საოლქო ადმინისტრაციის შენობის შტურმი მიმდინარეობს

დონეცკში, პრორუსული მიტინგის მონაწილეები საოლქო ადმინისტრაციის შენობის შტურმს ახდენენ. ინფორმაციას "უკრაინსკაია პრავდა" ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, შენობის შტურმს ასამდე ადამიანი ახდენს, რამდენიმე ასეული მომიტინგე კი შენობის გარეთაა შეკრებილი.

ამასთან, "უკრაინსკაია პრავდას" ცნობით, მომიტინგეებმა ადმინისტრაციის შიდა ეზო დაიკავეს. თავის მხრივ, მილიცია ცდილობს შენობაში მყოფი ჟურნალისტების გამოყვანას. შენობაში ოცამდე ჟურნალისტი და საოლქო საბჭოს დეპუტატები იმყოფებიან, რომლებიც სხდომას მართავდნენ.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა