დედა - შვილის სიცოცხლის გადასარჩენად 10 ათასი ლარი მჭირდება და ვერ გვიშოვია

დედა - შვილის სიცოცხლის გადასარჩენად 10 ათასი ლარი მჭირდება და ვერ გვიშოვია

ვანო შიშნიაშვილი გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხეში დედასთან, მოხუც ბებიასთან და პაპასთან ერთად ცხოვრობს. 21 წლის ვანოს ექიმებმა ორი წლის წინ დილატაციური კარდიომიოპათიის დიაგნოზი დაუსვეს, რაც ზოგჯერ უეცარი სიკვდილის მიზეზი ხდება.

ვანოს დედის, ირინა ბაწაძის თქმით, შვილის სიცოცხლის გადასარჩენად 2 გზა არსებობს, 100 ათას დოლარად ღირებული ოპერაცია, "რაზეც არ ოცნებობს" და იმპლანტის ჩადგმა, რომლის ღირებულებაც 15 500 ლარია. ჯანდაცვის სამინისტრო ვანოს მხოლოდ 5 ათასი ლარით აფინანსებს. ოჯახი სოციალურად დაუცველია, თუმცა ვანოს დედის თქმით, სადაზღვევო კომპანიამ ოპერაციის დაფინანსებაზე უარი თქვა.

"ვინც იცის ეს დიაგნოზი, მიხვდება რამხელა სირთულესთანაა დაკავშირებული მისი მდგომარეობა. ორი წელია მუდმივად წამლების და კონსულტაციების ქვეშ არის. ექიმებმა მითხრეს, დედა ხარ და ამ საშიშროების წინ რომ ხარ, უნდა იცოდე სიმართლე და ყველაფერს შეგუებული იყო, გულია და არავინ იცის როდის გაჩერდებაო. გულის გადანერგვა სჭირდება, მაგრამ ამაზე ოცნებაც არ შეიძლება, რადგან მინიმუმ 100 ათასი დოლარი ჯდება და მინსკში აკეთებენ ოპერაციას. ალტერნატიული გზაა კამერის ჩადგმა. თუ გული გაჩერდა, მის ამუშავებაში ეს კამერა ერთვება, ელექტრომუხტის მატარებელია. ეს 15 500 ლარი ჯდება, ოპერაცია თბილისში კეთდება, ექიმიც აყვანილი გვყავს უკვე, იმ შემთხვევისთვის, თუ თანხას მოვიძიებთ. შვილის სიცოცხლის გადასარჩენად 10 ათასი ლარი მჭირდება და ვერ გვიშოვია", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ირინა ბაწაძემ.

მისივე თქმით, თანხის მოპოვების მიზნით, პრემიერ-მინისტრის აპარატში და სამინისტროებში გაგზავნილი არაერთი წერილის მიუხედავად, რეაგირება არცერთი უწყებიდან არ ყოფილა.

"ორი წლის განმავლობაში არაერთი განცხადება დავწერე, "ოცნების" აქტივისტიც ვიყავი, დახმარებას მპირდებოდნენ, მაგრამ არჩევნების შემდეგ არავინ ყურად არ იღო. სად აღარ ვიყავი, კანცელარიაში დაწერილი წერილები სულ გადამისამართებით დადის, ხან ისევ ჩემთან მოდის ფოსტა, ამ ყველაფერმა დამღალა, ჩემი შვილის მდგომარეობა არ ითმენს. პირადად ღარიბაშვილის სახელზეც მაქვს დაწერილი განცხადება. ცოტა ხნის წინ, განმეორებით დავწერე ისევ განცხადებები ჯანდაცვის სამინისტროში, კანცელარიაში, კიდევ ღარიბაშვილის სახელზე, მაგრამ არანაირი რეაგირება არ არის ", - აღნიშნა ირინა ბაწაძემ.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა