სკარლეტ იოჰანსონი ორსულადაა

სკარლეტ იოჰანსონი ორსულადაა

29 წლის ჰოლივუდის მსახიობი სკარლეტ იოჰანსონი და მისი საქმრო, ფრანგი ჟურნალისტი რომენ დორიაკი ბავშვს ელოდებიან. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა E! ავრცელებს.

იოჰანსონი და დორიაკი სექტემბერში დაინიშნენ, მაგრამ მათი ქორწილის თარიღი დღემდე უცნობია.

იოჰანსონს არაერთხელ განუცხადებია, რომ ქორწილს არ ჩქარობს, მაგრამ ოჯახი და შვილები უნდა.

დასავლური მედია წერს, რომ სკარლეტ იოჰანსონი უკვე ხუთი თვის ორსულია. ფრანგული კინოპრემია "სეზარის" დაჯილდოვებაზე, რომლის მფლობელი მსახიობი თებერვალში გახდა, მას უკვე ეტყობოდა მუცელი. 

მომზადებულია E!-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება