არალეგალი საზღვრის გადაკვეთას ჩემოდანში ჩამჯდარი ცდილობდა

არალეგალი საზღვრის გადაკვეთას ჩემოდანში ჩამჯდარი ცდილობდა

ესპანეთში აფრიკელი დაიჭირეს, რომელიც ჩემოდანში მოთავსებული საზღვრის გადაკვეთას ცდილობდა. მამაკაცი ესპანეთის ანკლავ მელილიაში ცდილობდა მოხვედრას, რომელიც მაროკოს ტერიტორიაზე მდებარეობს.

მელილიას საზღვარზე მდებარე ქალაქ ბენი-ანსარში უშველებელმა მძიმე ჩემოდანმა მიიპყრო პოლიციელების ყურადღება - მამაკაცი მას ძლივს მიათრევდა. მაშინაც კი, როდესაც მესაზღვრეებმა გაჩერება სთხოვეს და მამაკაცმა გაქცევა სცადა, ჩემოდანი ხელიდან არ გაუგდია.

როგორც გაირკვა, საზღვრის გადაკვეთას ესპანეთის ტერიტორიაზე მცხოვრები მაროკოელი ცდილობდა. პოლიციელებმა იგი დააკავეს და გაოცდნენ, როდესაც მისი ჩემოდანი გახსნეს. ნივთების მაგივრად, იქ 19 წლის მალელი აღმოჩნდა. პოლიციამ ორივე ახალგაზრდა დააკავა.

მომზადებულია The Local-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს