15 მეტრიანი თოვლის ბაბუა

15 მეტრიანი თოვლის ბაბუა

მინესოტელმა ფერმერმა გრეგ ნოვაკმა გიგანტური თოვლის ბაბუა გააკეთა, რომელიც დაახლოებით 15 მეტრი სიმღლისაა. მის გაკეთებას მამაკაცმა თვეზე მეტი მოანდომა.

ნოვაკის თქმით, ფიგურის გასაკეთებლად მან სათბურების სახურავზე დადებული თოვლი გამოიყენა. მან თოვლის ბაბუის გაკეთება მაშინ გადაწყვიტა, როდესაც ბოსტნეულის სათბურის ერთ-ერთი სახურავი ჩამოინგრა. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დახმარებით ფერმერს თოვლი ერთ ადგილზე მიჰქონდა, შემდეგ მისგან კონუსებს აკეთებდა, რომელიც ფიგურის საფუძვლად იქცა.

მეურნეობის მეპატრონემ აღიარა, რომ ხანდახან თოვლის ბაბუის "მშენებლობის" მიტოვება უნდოდა, რადგან ჩანაფიქრის წარმატებაში ეჭვი ეპარებოდა. მიუხედავად ამისა, ნოვაკმა დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა გადაწყვიტა.

შტატის ზოგიერთი მაცხოვრებელი თოვლის ბაბუის სანახავად რამდენიმე ათეულ კილომეტრს გადის.

მომზადებულია St. Cloud Times-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს