როგორ აღმოჩნდა ავსტრალიური ნიანგი მახინჯაურში?

როგორ აღმოჩნდა ავსტრალიური ნიანგი მახინჯაურში?

სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს შავი ზღვის აკვატორიაში ქართველმა მეთევზეებმა ტალღებთან მოთამაშე ნიანგი შენიშნეს.

"ფეისბუქით" გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა აჭარაში, კონკრეტულად მახინჯაურის ტერიტორიაზე მოხდა და უცნობია, საიდან მოხვდა შავ ზღვაში ნიანგი. ტექსტს თან ერთვის ფოტო, რომელიც ასახავს, თუ როგორ ცურავს ნიანგი ტალღებზე. თუმცა, ფოტო სინამდვილეში ავსტრალიაშია გადაღებული. სტატია გამოცემა Daily Mail-ში 26 თებერვალსაა დაბეჭდილი. სტატიას თან ერთვის ფოტოებიც.

როგორც Daily Mail-ის სტატიაში ვკითხულობთ, ეს ფოტო ავსტრალიურ სანაპიროზე Broome’s Cable Beach-ზეა გადაღებული. ზღვის ნიანგი 4 მეტრი სიგრძისაა.

"ავსტრალიაში, 22 კილომეტრი სიგრძის სანაპირო, რომელიც ყოველ წელს ათასობით ადამიანს მასპინძლობს, დამსვენებლებისთვის სახიფათო ზონად გადაიქცა და გარკვეული დროით დაკეტილია", - წერს გამოცემა.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს