"ჩვენ დამპყრობლებს არ ვემსახურებით",- რუსი ტურისტები ესპანეთში კაფიდან გამოაგდგეს

"ჩვენ დამპყრობლებს არ ვემსახურებით",- რუსი ტურისტები ესპანეთში კაფიდან გამოაგდგეს

სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" მომხმარებელი ჰელინა სუარესი (Halyna Soares) ესპანეთის ერთ-ერთ კაფეში მომხდარ ინციდენტზე წერს, როდესაც რუს ტურისტებს უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო არ მოემსახურნენ და დაწესებულებიდან გააძევეს.

"გუშინ საინტერესო სცენას შევასწარი. ესპანეთი, პორტუგალიის საზღვართან მდებარე პატარა ქალაქი აიამონტე, სადაც ძირითადად ტურისტები არიან. ვზივარ ქმართან ერთად და ყავას ვსვამ.

შემოდიან რუსი ტურისტები, რომლებიც ყველგან თავისუფლად მოქცევას შეეჩვივნენ. ხმამაღალი სიცილით მაგიდის გარშემო სხდებიან და ქედმაღლურად მიმტანს ეძახიან. უახლოვდება მხცოვანი ადამიანი, რომელიც ინგლისურად ეუბნება, რომ იგი დაწესებულების მეპატრონეა, ხოლო მისი კაფე დამპყრობლებს არ ემსახურება და ამიტომ უნდა წავიდნენ. რუსები აპლოდისმენტების თანხლებით კაფიდან გადიან. ასე რომ, უკრაინელებო, ჩვენ მარტო არ ვართ, პორტუგალია და ესპანეთი ჩვენთან არიან!",- წერს სოციალურ ქსელში მომხმარებელი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს