ყირიმში 30 ათასამდე რუსი სამხედრო იმყოფება

ყირიმში 30 ათასამდე რუსი სამხედრო იმყოფება

წინასწარი მონაცემებით, ყირიმში 30 ათასამდე რუსი სამხედრო იმყოფება. ამის შესახებ გენერალ-პოლკოვნიკმა მიხაილ კოვალმა განაცხადა.

"წინასწარი მონაცემებით, ამ ეტაპზე ყირიმში 30 ათასამდე რუსი სამხედრო იმყოფება", - განაცხადა მიხაილ კოვალმა. მისივე თქმით, საზღვარზე კვლავ დაძაბული ვითარებაა, კერძოდ საგამშვებო პუნქტ "ყირიმზე".

ამასთან, მიხაილ კოვალის განცხადებით, წუხელ გვიან ღამით, რუსმა სამხედროებმა 12 მესაზღვრე გაიტაცეს, რომელთა შორის 9 ქალი-სამხედროა.

ამასთან, უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის შეთანხმების თანახმად, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის კონტინგენტის მაქსიმალური რაოდენობა 25 ათასი ადამიანია.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა