ქუთაისის "ტორპედოსა" და "თბილისის დინამოს" მატჩი ჩხუბით დასრულდა

ქუთაისის "ტორპედოსა" და "თბილისის დინამოს" მატჩი ჩხუბით დასრულდა

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 21-ე ტურის შეხვედრა ქუთაისის "ტორპედოსა" და "თბილისის დინამოს" შორის ჩაიშალა.

მატჩის მეორე ტაიმის დასაწყისში, როდესაც "დინამო თბილისი" სტუმრად ქუთაისის "ტორპედოს" 2:0 ამარცხებდა, ინციდენტი მოხდა. ქუთაისის "ტორპედოს" გულშემატკივრებმა მოედანზე ჯერ ქვების სროლა დაიწყეს, შემდეგ კი სტადიონზე ჩავიდნენ და "დინამოს" ფეხბურთელებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

სტადიონზე მომხდარი ჩხუბის დროს "დინამოს" რამდენიმე ფეხბურთელი დაშავდა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ზვიად სიჭინავას განცხადებით, მატჩის დროს "ტორპედოს" გულშემატკივრები თამაშის დროს სტადიონზე შეიჭრნენ. ზუსტად რამდენი ფეხბურთელი დაშავდა და როგორია მათი მდგომარეობა, ამ ეტაპზე უცნობია.

სიჭინავას განცხადებით, მატჩის კომისარი იყო ლევან რამიშვილი, რომელიც გასახდელში შესვლის შემდეგ დაადგენს ფეხბურთელების ზუსტ მდგომარეობას. ამასთან, სიჭინავას თქმით, აღმასკომი იმსჯელებს იმაზე, თუ რა სახის სანქციები დაეკისრება ქუთაისის "ტორპედოს". ამჟამად ვითარება განმუხტულია.

თამაში ჩაშლილად გამოცხადდა.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია