მოქალაქე სააკაშვილზე დაწერილი უცენზურო ლექსების გამო 1 წლიანი უშუქობით დასაჯეს?

მოქალაქე სააკაშვილზე დაწერილი უცენზურო ლექსების გამო 1 წლიანი უშუქობით დასაჯეს?

სოციალურად დაუცველი ლევან ხითარიშვილი, ექვსი წელია სტუდენტ ძმიშვილთან ერთად, ახალციხეში, რუსთაველის ქუჩა N115-ში მდებარე, ყოფილი სკოლა-ინტერნატის შენობაში, ერთ ოთახში ცხოვრობს. ხითარიშვილს ინდივიდუალური მრიცხველი არ აქვს, ამიტომ, დენს მეზობლად მცხოვრები ერთ-ერთი დევნილის სახლიდან მოიხმარდა და გადასახადს მასთან ერთად ინაწილებდა. "ამ შენობაში ცხოვრების ნებართვა ყოფილი გამგებელის დავით ათუნაშვილისგან ავიღე. ამ ხნის განმავლობაში დენს მეზობლისგან მოვიხმარდი, მან ეს იცოდა. გარკვეულ თანხასაც ყოველ თვე ვუხდიდი" ,- ამბობს ხითარიშვილი.

დაახლოებით ერთი წლის წინ ხითარიშვილს ელექტროენერგია ჩაუჭრეს. ის დენის გათიშვას "ენერგო პრო-ჯორჯიას" ახალციხის სერვისცენტრის მენეჯერთან ზურაბ მამუკაშვილთან პირად უთანხმოებას უკავშირებს.

"დაახლოებით 6 წლის წინ მიხეილ სააკაშვილზე ცუდი ლექსი დავწერე, არასოდეს მომწონდა "ნაციონალური მოძრაობა". მამუკაშვილი "ნაციონალია". მერე ერთი უცენზურო ლექსი მასზეც დავწერე. ეს ყველაფერი იციან და ამიტომ აღარ მაძლევენ დენს", - ამბობს ხითარიშვილი.

"ენერგო პრო-ჯორჯიას" სამხრეთ საქართველოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტის გიორგი ბალახაშვილის განმარტებით კი, კომპანიას ხითარიშვილისთვის ელექტროენერგია ოფიციალურად არასოდეს მიუცია. მისივე თქმით, ხიტარიშვილს დენს მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაურთავენ, თუ დოკუმენტაციას მოაწესრიგებს და წარადგენს.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა