თსუ და "პალიტრა L" ერთობლივ პროექტს ახორციელებენ

თსუ და "პალიტრა L" ერთობლივ პროექტს ახორციელებენ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტ "თაობა L"-ის პრეზენტაცია გაიმართა.

დღესვე უნივერსიტეტის პირველ კორპუსში გამართულ ღონისძიებაზე ლევან ბერძენიშვილმა საჯარო ლექცია "წიგნიერების მნიშვნელობა თანამედროვე სამყაროში" ჩაატარა.

"მე სიამოვნებით გამოვდივარ იმ უნივერსიტეტში, რომლის აღზრდილიც ვარ. ლექციის აზრი იმის ახსნა იყო, თუ რა არის წიგნიერება დღეს, რატომ უნდა ვიკითხოთ ის, თუკი არსებობს ინფორმაციის მოპოვების სხვა საშუალებები. რატომ რჩება წიგნი კვლავ პრიორიტეტად, რას ვკარგავთ, როცა ამაზე უარს ვამბობთ და რას ვიძენთ, როცა ამას ხელახლა ვიბრუნებთ, რატომ იზრდება მსოფლიოში მკითხველთა რიცხვი და რატომ მცირდება საქართველოში და ა.შ", - აღნიშნა ბერძენიშვილმა.

პროექტ "თაობა L"-ის იდეა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ეკუთვნით და მას უნივერსიტეტი და გამომცემლობა "პალიტრა L" ერთობლივად ახორციელებენ.

პროექტის მიზანია, ახალგაზრდების წიგნიერების ხელშეწყობა და კონკურსის ფორმით სტუდენტებისთვის მეტი მხატვრული ლიტერატურის შეთავაზება. კონკურსში მონაწილეობის მიღება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამივე საგანმანათლებლო საფეხურის სტუდენტებს შეუძლიათ.

პროექტი გამომცემლობა "პალიტრა L"-ის სერიული გამოცემებიდან (50 და 49 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ) შერჩეული 10 წიგნის წაკითხვას და ყოველ ტურში შესაბამისი ტესტის წერას გულისხმობს. ყველაზე მაღალი ქულების მქონე 10 ფინალისტი 23 აპრილს ერთმანეთს ფინალში შეხვდება.

კონკურსის შედეგად გამოვლინდება ერთი გამარჯვებული, რომელიც გამომცემლობა "პალიტრა L"-ის მიერ დაწესებულ მთავარ პრიზს აირჩევს - 1000 ლარს ან წიგნის თაროს 100 წიგნით, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ.

როგორც ღონისძიებაზე "პალიტრა L"-ის წარმომადგენელმა, "პალიტრა მედიის" კრეატიულმა დირექტორმა მარიკა დარჩიამ განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ ეს პირველ რიგში სტუდენტების ინიციატივაა და "პალიტრა L" ამ ინიციატივის განხორციელებაში აქტიურად ჩაერთო.

"ყველაფერი რაც წიგნთან არის დაკავშირებული ძალიან მნიშვნელოვანია. მითუმეტეს დღეს, როდესაც ელექტრონული სივრცე ასე გვიტევს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. "პალიტრა L"-ის ჯილდო საკმაოდ სოლიდურია, გამარჯვებული 100 წინგს, ან 1000 ლარს ირჩევს. მე ვისურვებდი, რომ წიგნები აირჩიონ, რადგან ამ წიგნებში ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი ავტორია", - აღნიშნა დარჩიამ.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია