თეა წულუკიანი - ყველანი შევთანხმდით, რომ ID-ში ბარათში არავინ არ ზის

თეა წულუკიანი - ყველანი შევთანხმდით, რომ ID-ში ბარათში არავინ არ ზის

მგონი მხოლოდ გედი ფოფხაძე არ ეთანხმება, რომ ელექტრონულ პირადობის მოწმობაში არავინ და არაფერი არ ზის, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

მინისტრი ელექტრონული პირადობის მოწმობების მოწინააღმდეგეთა მოთხოვნებს დღეს ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე გამოეხმაურა.

"საერთოდ, მე მიხარია, რომ ამ ჯგუფმა, რომელიც თავიდან საუბრობდა მხეცზე, საუბრობდა ეშმაკზე, ექვსიანებზე და შუბლზე, დახვეწა თავისი მესიჯი და გაიაზრა ის, რომ პირადობის მოწმობაში არ ზის არავინ და არაფერი, ამას დღეს მე მგონი მხოლოდ გედი ფოფხაძე არ ეთანხმება, დანარჩენი ყველანი შევთანხმდით, რომ ბარათში არავინ არ ზის", - აღნიშნა წულუკიანმა.

მისივე თქმით, აიდი ბარათი ელექტრონული, გაუყალბებელი და უსაფრთხო, საამაყო დოკუმენტია, რადგან თავად საქართველოს მოქალაქეობაა საამაყო.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ხელისუფლების მიზანია, როცა ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში საქართველო ევროკავშირთან საზღვრებს გახსნის და საქართველოს მოქალაქეებს ევროპაში წასასვლელად ვიზა აღარ დასჭირდებათ, სამგზავრო დოკუმენტად პირადობის მოწმობა გამოიყენონ.

"ეს უსაფრთხო დოკუმენტი სჭირდება ჩვენს მოქალაქეებს, რომ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები გავხდეთ და ელექტრონული პირადობის მოწმობა სამგზავრო დოკუმენტი გახდეს, როგორც ეს მაგალითად პორტუგალიაშია, ისე რომ პასპორტი არ დაგვჭირდეს", - დასძინა მინისტრმა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია