"გაიზრდება გამოდებილებული თაობა და აძლიონ პენსია ბუბა კიკაბიძეს!"

"გაიზრდება გამოდებილებული თაობა და აძლიონ პენსია ბუბა კიკაბიძეს!"

ჟურნალისტი დაჩი გრძელიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" მოუწოდებს, დოტაციების ნაცვლად მიზნობრივი გრანტები გასცენ.

"მოეშვან ამ დოტაციებს რაა... გასცენ მიზნობრივი გრანტები მხოლოდ მეცნიერებზე - ოღონდ პენსიები კი არა, მიზნობრივი. და გახსნან აუზები, სხვადასხვა სპორტ დარბაზები, სამეცნიერო და შემოქმედებითი წრეები ბავშვებისთვის, თორე გაიზრდება გამოდებილებული თაობა და აძლიონ პენსია ბუბა კიკაბიძეს! ბიჯოს?!", - წერს გრძელიშვილი.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში მინისტრმა გურამ ოდიშარიამ და საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" გამგეობის თავმჯდომარემ ნიკოლოზ ჩხეტიანმა ხელი მოაწერეს საგრანტო ხელშეკრულებას. ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს გრანტის სახით გამოეყოფა თანხა, რომლითაც სამინისტრო 2014 წელს განახორციელებს კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანების ყოველთვიურ ფინანსურ მხარდაჭერას.

შეთანხმების თანახმად, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ბიძინა ივანიშვილის ფონდი "ქართუდან" მიმდინარე წელს, ხელოვნების მუშაკთა ყოველთვიური ფინანსური დახმარების მიზნით, 8 მილიონ 206 ათას 908 ლარს გამოყოფს და უწყების ინფორმაციით, აღნიშნული თანხა 996 ბენეფიციარზე გადანაწილდება.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს