ჟირინოვსკი რუსული ანბანიდან ასო ы-ს ამოღების წინადადებით გამოდის

ჟირინოვსკი რუსული ანბანიდან ასო ы-ს ამოღების წინადადებით გამოდის

რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკი რუსული ანბანიდან ასო-ბგერა ы-ს ამოღების წინადადებით გამოდის. ჟირინოვსკის თქმით, მსგავსი ასო არცერთ ევროპულ ენაში არ გვხდება.

"ამოვიღოთ ეს საძაგელი ასო, ეს ჩამორჩენილობაა, ამის გამო არ ვუყვარვართ ევროპაში... ის მონღოლებისგან დამკვიდრდა ჩვენში, არცერთ ევროპულ ენაში ასო ы არ არის. ეს ხორხისმიერი ბგერაა, ასეთ ბგერებს მხეცები გამოთქვამენ: ы-ы, И საკმარისია", - განაცხადა ჟირინოვსკიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ მრავალ ბავშვს ამ ასო-ბგერის გამოთქვა უჭირს.

მომზადებულია rian.ru-ს მიხედვით.