ვის საოჯახო კოლექციაში ინახება მხარეთმცოდნეობის მუზეუმიდან გატანილი ექსპონატები?

ვის საოჯახო კოლექციაში ინახება მხარეთმცოდნეობის მუზეუმიდან გატანილი ექსპონატები?

გურჯაანის მხარეთმცოდნეობის მუზეუმიდან გატანილი სამუზეუმო ექსპონატები: სხვადასხვა მარკის იარაღები უნიკალური წარწერებით და საბრძოლო მასრები, ყოფილი მაღალჩინოსნის, ლექსო გილიგაშვილის საოჯახო კოლექციაში ინახება. ეს ინფორმაცია ექსკლუზიურად "სპექტრს" წყარომ მიაწოდა.

"პიროვნებამ, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, განგვიცხადა, რომ აღნიშნული ექსპონატები გურჯაანის პოლიციას ლექსო გილიგაშვილის ხელმძღვანელობის პერიოდში ჩაბარდა და ამჟამად მის საოჯახო კოლექციაში ინახება", - წერს გამოცემა.

ბრალდებას ლექსო გილიგაშვილი კატეგორიულად უარყოფს.

"მახსოვს, ჩემი პოლიციაში ყოფნის დროს ეგ მუზეუმი გაქურდეს, ქურდობასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე რომ აღვძარით, შეიძლება ამოღება მაშინ მოხდა. რა "კარაბინი" და "ტეტე"? რად მინდოდა იარაღი? იარაღის ცვენა იყო და მე ჩემი ტაბელური მქონდა. სახელმწიფო ნივთს ვინ მოკიდებდა ხელს? აქტი თუ შემდგარია, მაშინ სამინისტროში იქნება. "მხედრიონის" დროს იმდენი ცეცხლსასროლი იარაღი ამოვიღეთ და ყველა სამინისტროს ჩაბარდა. დაცვის მიზნითაც რომ ყოფილიყო გადმოტანილი, დავაბრუნებდით მუზეუმში ან სამინისტროში ჩავაბარებდით, რადგან ამოღების ოქმი არსებობდა", - განმარტა ყოფილმა მაღალჩინოსანმა.

იხილეთ ვრცლად

”სპექტრი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა