კაცი ბალზამირებისას გაცოცხლდა

კაცი ბალზამირებისას გაცოცხლდა

მისისიპიში მცხოვრები 78 წლის ვოლტერ უილიამსი გარდაცვლილად ჩათვალეს, მაგრამ ბალზამირებისას ამოისუნთქა.

სავარაუდოდ, პენსიონერის პულსის დროებით შეჩერების მიზეზი კარდიოსტიმულატორის მწყობრიდან გამოსვლა გახდა. მოხუცთა თავშესაფრის თანამშრომელმა ლეკსინგტონის დამკრძალავ ბიუროში დარეკა და განაცხადა, რომ ვოლტერი გარდაიცვალა. მათ მამაკაცი გასინჯეს, პულსი არ ისინჯებოდა და გარდაცვლილად ჩათვალეს.

რამდენიმე საათის შემდეგ, როდესაც ბიუროს თანამშრომლები მამაკაცის გვამის დასაფლავებისთვის მომზადებას აპირებდნენ, შეამჩნიეს, რომ უილიამსი მოძრაობდა. გარდაცვლილმა მოხუცმა ბალზამირების წინ "გაიღვიძა".

"გადასვენებისას უცნაური რამ მოხდა. შევამჩნიეთ, რომ ნაჭერი მოძრაობდა. წარმოგიდგენიათ? ბალზამირების ოთახში გარდაცვლილმა კაცმა ფეხები აამოძრავა და სუნთქვა დაიწყო", - იხსენებენ შეშინებული თანამშრომლები.

მათ სასწრაფო დახმარება გამოიძახეს და კაცი, რომელსაც დაკრძალვისთვის ამზადებდნენ, ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. უილიამსი თავს სუსტად გრძნობს, მაგრამ საავადმყოფოში ოჯახის წევრების გარემოცვაშია. როგორც მისი ქალიშვილი ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, "ჯერ მამამისის დრო არ მოსულა".

მომზადებულია CNN-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს