"ეს არ მეკადრებოდა" - გოგა ხაჩიძე საჯაროდ ბოდიშს იხდის

"ეს არ მეკადრებოდა" - გოგა ხაჩიძე საჯაროდ ბოდიშს იხდის

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარეს, ირაკლი სესიაშვილს "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე საჯაროდ ბოდიშს უხდის.

"მიუხედავად იმისა, რომ საკითხი ჩვენს მიმართ ძალიან მძიმე ბრალდებას (ომის დროს ქვეყნიდან გაქცევა) ეხება;

მიუხედავად იმისა, რომ მაშინაც და ახლაც ვფიქრობ, ამ კონკრეტული საუბრის გამოქვეყნებით, ბ-ნი ირაკლი სესიაშვილის პირად ღირსებას არანაირი ჩრდილი არ მიადგა;

მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ რეალობაში მამა-შვილის პირადი საუბრების გასაჯაროებასაც აღარ ერიდებიან;

მინდა, საზოგადოებას და პირადად ბ-ნ ირაკლის, ასევე საჯაროდ მოვუხადო ბოდიში, ჩვენი სატელეფონო საუბრის გამოქვეყნებისთვის.

მიუხედავად ყველაფრისა ვაღიარებ, ეს არ მეკადრებოდა არც მე, არც საპარლამენტო მუშაობას", - წერს ხაჩიძე.

დეპუტატმა რამდენიმე დღის წინ კოლეგასთან სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გამოაქვეყნა და ამით, იმის დემონსტრირებას შეეცადა, რომ მმართველ გუნდში არც კი აქვთ ინფორმაცია "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების მაღალჩინოსნების შესახებ, რომლებზეც ხშირად აპელირებენ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოს გაეცალნენ.

"ბ-ნ ირაკლი სესიაშვილთან საუბარს არანაირად არ გავასაჯაროებდი, რამე კერძო, ან პირად საკითხზე რომ გველაპარაკა. უკაცრავად, მაგრამ აქ დასამალი და მითუმეტეს, პირადი არაფერია. ბ-ნ ირაკლის, ამ მომენტისთვის არ აქვს კონკრეტული ინფორმაცია 2008 წელს "გაქცეული" თანამდებობის პირების შესახებ, თუმცა დახმარებას დამპირდა, რასაც ძალიან ვაფასებ და ვიმედოვნებ, რომ პირობას შეასრულებს", - დაწერა გოგა ხაჩიძემ სოციალურ ქსელში და საუბრის აუდიოჩანაწერიც იქვე გამოაქვეყნა.

იხილეთ ასევე: გოგა ხაჩიძე ომიდან "გაქცეული" ჩინოვნიკების გამო ფარულ ჩანაწერს აქვეყნებს

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს