"მომიყვა გვამი როგორ გადააგდეს ხრამში" - თეა თუთბერიძე გოგა ონიანის ბრალმდებელს ტყუილში ამხელს

"მომიყვა გვამი როგორ გადააგდეს ხრამში" - თეა თუთბერიძე გოგა ონიანის ბრალმდებელს ტყუილში ამხელს

"თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი თეა თუთბერიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე აქვეყნებს "ნაცმოძრაობის" ყოფილი წევრის" მკვლელობაში თანამონაწილეობისთვის გასამართლებული თამარ ბაშარაძის ადვოკატის, ინგა ქებურიას სტატუსს. როგორც ადვოკატი წერს, თამარ ბაშარაძე პირადად მოუყვა, რომ არავითარ ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას მის მიმართ არათუ გოგა ონიანის, არამედ არცერთი პოლიციელის მხრიდან ადგილი არ ჰქონია.

შეგახსენებთ, თამარ ბაშარაძეს 18 წელი აქვს მისჯილი - ბრალად მკვლელობაში თანამონაწილეობა ედება. ის "ნაცმოძრაობის" აქტიური წევრი და სააკაშვილის პიარსამსახურის თანამშრომელი იყო. რამდენიმე დღის წინ "კვირს პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში ბაშარაძემ შს მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე, გოგა ონიანი საკუთარ წამებაში დაადანაშაულა.

"აი მეგობრებო! ადვოკატმა ინგა ქებურიამ, რომელიც ყოფილა თამარ ბაშარაძის ადვოკატი როგორც მისი სტატუსიდან ირკვევა, facebook-ის სტატუსზე სულ ახლახანს გამოაქვეყნა შემდეგი ინფორმაცია - "Inga Keburia

9 minutes ago • Edited

დაკავების მომენტიდან ვიყავი თამარ ბაშარაძის ადვოკატი... რომელთანაც საგამოძიებო მოქმედებები ტარდებოდა ჩემი თანდასწრებით... არავითარ ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას მის მიმართ არათუ გოგა ონიანის არამედ არცერთი პოლიციელის მხრიდან ადგილი არ ჰქონია... პირადად მომიყვა თამარ ბაშარაძე, თუ როგორ მოკლეს დაზარალებული ფულის გამო და როგორ წაიღეს გვამი და გადააგდეს ხრამში მან და მისმა მეგობარმა მამაკაცმა... თვითონ მომიყვა თუ სად დამალა ოქროები, რომელიც მოხსნა დაზარალებულს... იმდენად გაოგნებული ვიყავი რომ ვკითხე ეს რატომ გააკეთე მეთქი... ერთადერთ მიზეზად მეგობარი მამაკაცი დაასახელა... მან გამაკეთებინაო... მეფიცებოდა მე არ დამიხრჩვია, დახრჩობით მაგან დაახრჩოო...

მინდა ყველამ იცოდეთ არანაირად არ ვარ გოგა ონიანის დამცველი და საერთოდ არ ვიცნობდი გოგა ონიანს, მაგრამ ეს არის სიმართლე, რომლის თვითმხილველიც მე ვარ... და ვალდებულად ვთვლი თავს საზოგადოებამ იცოდეს რეალობა. თამარ ბაშარაძემ თვითონ მიუთითა პოლიციას გვამის ადგილსამყოფელი, რის შედეგადაც ამოღებულ იქნა კიდეც გვამი...

მოგვიანებით გავაკეთებ დეტალურ განცხადებას....

მოკლედ პროკურატურა ჭკუაზე არ არის, აღარ იციან რა ქნან, როგორ ჩასვან ონიანი ციხეში.

P. S. ვერ ეღირსებით. ციხეში, გპირდებით თქვენ მოგინახულებთ სათითაოდ ყველას ვინც ასეთ შეკვეთილ პოლიტიკურ საქმეებზე მუშაობთ, თქვენი წულუკიანიანად!", - წერს თეა თუთბერიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

იხილეთ ასევე: "წიხლი ჩამარტყა მუცელში, მერე სანთლით ხელი დამიწვა" - ქალი, რომელიც ახალაიას ადვოკატს წამებაში ადანაშაულებს

ადვოკატ გოგა ონიანს ბრალი დაუმძიმდა

რას ყვება ბერას მეგობარი რემბო ახალაიას ადვოკატ ონიანზე

დააკავებენ თუ არა ბაჩო ახალაიას მეორე ადვოკატს? - გიორგი ონიანს ყოფილი თანამშრომლები ამხელენ

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ