რუმინეთმა ფრანგულ ფრეგატს შავ ზღვაში შესვლის უფლება მისცა

რუმინეთმა ფრანგულ ფრეგატს შავ ზღვაში შესვლის უფლება მისცა

რუმინეთის პრეზიდეტმა ტრაიან ბასესკუმ ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში საფრანგეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ფრეგატს შესვლის ნებართვა მისცა. "ლიგა.ნეტ"-ის ინფორმაციით, ოთხშაბათს შავ ზღვაში რუმინეთის, ბულგარეთისა და ამერიკის ერთობლივი წვრთნები დაიწყო.

"რუმინეთის ტერიტორიულ წყლებში ფრანგული ფრეგატის შესვლაზე თანხმობა გავეცი", - განაცხადა გუშინ ბასესკუმ. მისივე თქმით, რამდენიმე დღით ადრე რუმინეთის ხელისუფლებამ ნატოს თვითმფრინავებს მისცა უფლება, უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ქვეყნის საჰაერო სივრცეში სადამკვირვებლო ფრენები განახორციელოს. შავ ზღვაში იმყოფება, ასევე, ამერიკული რაკეტმზიდი "USS Truxtun", რომელიც ასევე წვრთნებში მონაწილეობს.

რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წვრთნები ჯერ კიდევ 2013 წელს დაიგეგმა, რომლის მიზანია, ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო-საზღვაო ერთეულების ოპერატიულობის ამაღლება. ამერიკული ხომალდი წვრთნების დასრულებამდე ბულგარეთის პორტ ვარნაში იქნება.

მომზადებულია liga.net-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა