როგორ უმკლავდება მსმენელების იუმორისტულ შეტევებს ''პალიტრა TV''-ს წამყვანი

როგორ უმკლავდება მსმენელების იუმორისტულ შეტევებს ''პალიტრა TV''-ს წამყვანი

მარკეტოლოგი გურამ შეროზია ''პალიტრა TV''-ის ეთერში ბიზნესის შესახებ გადაცემას უძღვება. რადიომსმენელსა და ტელემაყურებელს ყოველ პარასკევს მცირე თუ საშუალო ბიზნესის საინტერესო წარმომადგენლებს აცნობს და მათ ისტორიებს უყვება. ამას წინათ მისი ორი გადაცემის ორი ეპიზოდი ინტერნეტჰიტად იქცა. ორივე გადაცემაში გურამი სრულიად სერიოზულ საკითხებზე ლაპარაკობდა, როცა მსმენელი ეთერში შევიდა და პირველ შემთხვევაში მისი შეკითხვა ''ჭამე, ნოდარის'' ფრაზით დაგვირგვინდა, მეორედ კი ქალბატონმა მეგრული კილოთი იკითხა, ჰოტელი და მოტელი ვიცი რა არის, მაგრამ ჰოსტელი რაღააო. გურამს ეთერში არ გაღიმებია, მაგრამ შემდეგ, გადაცემებს განმეორებით რომ უყურებდა, ღიმილს ვერ იკავებდა. ურჩევნია, ბიზნესთემებით გახდეს პოპულარული, მაგრამ ამასთანავე ფიქრობს, რომ ათასში ერთხელ ასეთი ''პრიკოლები'' გადაცემას ძალიან ახალისებს. გურამს ტელეჟურნალისტობის გარდა ბევრი სხვა გატაცებაც აქვს, მას სხვადასხვა თემაზე ვესაუბრეთ.

- ''პალიტრა მედიაში'' მოვედი ორი პროექტის ხელმძღვანელად, პროფესიით ჟურნალისტი არ გახლავართ, ეკონომიკისა და ბიზნესის სპეციალისტი, მარკეტოლოგი ვარ. შემდეგ ვნახე, რომ გადაცემა ''ბიზნესფაილი'' ძალიან ახლოს იყო თემატურად ჩემთან და მე და მისმა წამყვანმა ემა ტუხიაშვილმა გადავწყვიტეთ, ერთობლივად მოგვემზადებინა ის. ამ დრომდე, ანუ იანვრამდე, როცა ღია ეთერში პირველად დავჯექი, ჟურნალისტიკასთან შეხება მხოლოდ ინტერვიუების დონეზე მქონია. როცა მითხრეს, რომ პირველივე დღეს ლაივში უნდა დავმჯდარიყავი, მოულოდნელი იყო ჩემთვის, თუმცა ერთხელ ხომ უნდა გადადგა პირველი ნაბიჯი. დამეხმარა ის, რომ ლექციებს ვკითხულობ, ტრენერი ვარ და დიდ აუდიტორიასთან ურთიერთობა, კომუნიკაცია არ მიჭირს. არც საუბრის პრობლემა მაქვს. ვღელავდი მხოლოდ იმიტომ, რომ ღია ეთერი იყო.

- როგორ მოგეწონა?

- პირველივე გადაცემაზე მივხვდი, რომ ეს ჩემი მოწოდებაა და უნდა განვავითარო. უბრალოდ, გადაცემას ეთერში გასვლის შემდეგ სულ ვუყურებდი და იმ დეტალებს ვამჩნევდი, რომელთა გამოსწორებაც მინდოდა. მეორე-მესამე გადაცემაში უკვე გამოვასწორე. ახლა იმდენად დიდ აზარტში შევდივარ ხოლმე, რომ ზოგჯერ საერთოდ მავიწყდება, რომ კამერების წინ ვარ.

- ''ბიზნესფაილი'' რომელ დღეებში გადის ეთერში?

- ვიწვევთ მცირე, საშუალო და შემდგარი ბიზნესის წარმომადგენლებს და ვაყოლებთ მათ, როგორ დაიწყეს საკუთარი საქმე. მსმენელისთვის საინტერესოა მათ მიერ განვლილი გზა, მეორე ნაწილში კი პრაქტიკული მხარე გვაქვს ჩართული და მომხმარებელი კონკრეტული პროდუქციის შესახებ იღებს დეტალურ ინფორმაციას. გადის სამშაბათსა და პარასკევს, 15 საათსა და 10 წუთზე, რადიო ''პალიტრისა'' და ''პალიტრა TV''-ის ეთერში, სამშაბათს მიჰყავს ემა ტუხიაშვილს, პარასკევს გადაცემას მე ვუძღვები.

- რომელი საინტერესო ისტორია მოგისმენია შენი რესპონდენტისგან?

- ასეთი ბევრი ყოფილა. მაგალითად, ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის მფლობელმა გვიამბო, როგორ დაგეგმა მეგობრებთან ერთად მოგზაურობა და ყველას ჩაურტყეს ვიზა მის გარდა. ამის შემდეგ გადაწყვიტა ამ სფეროში საკუთარი ბიზნესის წამოწყება (იღიმის). დღეს საკმაოდ დიდი ტურისტული ორგანიზაცია აქვს. ზოგადად, ბიზნესი წარმატებით ეწყობა იმ შემთხვევაში, როცა თავად გაქვს გამოცდილება იმ საქმეში, რომელსაც იწყებ, ასევე უნდა იცნობდე ბაზარს და გქონდეს ჩატარებული შესაბამისი კვლევა. ამას საკუთარი გამოცდილებიდანაც ვამბობ, რადგან ჩემმა პირველმა ბიზნესმა არ გაამართლა და დაარსებიდან ერთ წელიწადში დავხურე, მეორე კი დღესაც საკმაოდ კარგად დგას ფეხზე. პირველ შემთხვევაში ტურისტული კომპანია დავაარსე ისე, რომ არანაირი კვლევა არ ჩამიტარებია. თანაც, ხუთი მეგობარი ვიყავით ერთად, ხუთივე მენეჯერი და არ გვყავდა არც ერთი დაქვემდებარებული თანამშრომელი. კონსალტინგური კომპანია კი მარტომ დავაარსე და მხოლოდ ერთი ადამიანი მყავს დამხმარედ.

- ვიცი, რომ კითხულობ ლექციებს, მიგყავს გადაცემა. კიდევ რით ხარ გატაცებული?

- ვწერ ლექსებს. მქონია პოეზიის საღამო. განსხვავებულ ჟანრში ვწერდი, არ იყო მიყვარხარ, გიყვარვარ. ახლა ცოტა ჩამოვშორდი ამ საქმიანობას, გარდა ამისა, პროზაში მუშაობისთვის დრო არ მაქვს, თუმცა ბლოგებს ვწერ და ვაქვეყნებ, რომლებსაც ბევრი აგრესიული კომენტარი მოჰყვება ხოლმე. მაგალითად, გამოვაქვეყნე ბლოგი სათაურით ''ფეისბუქის მარგალიტების ტოპ-ხუთეული'', ანუ როგორ იყენებენ სოციალურ ქსელს არამიზნობრივად. ალბათ, გინახავთ, შეყვარებულებს რომ აქვთ ხოლმე საერთო ''ფეისბუქ''-გვერდები ან თავიანთ თითოეულ ნაბიჯს რომ აშეარებენ ხოლმე. კიდევ დამიწერია ''სელებრითი ქართულად'', ანუ როგორ უნდა მოიხვეჭო პოპულარობა საქართველოში.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია