წყალი და დიეტა: რამდენად რეალურია წყლით წონის დაკლება

წყალი და დიეტა: რამდენად რეალურია წყლით წონის დაკლება

დიეტის დაცვისას წყლის დალევა ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლაში ვერ დაგვეხმარება. ალაბამას უნივერსიტეტის ექპერტები, ექიმ ბეთ კიტჩინის ხელმძღვანელობით აცხადებენ, რომ წყალი წონის დაკლებისთვის მაგიური გასაღები არ არის.

"არ გვინდა ქალებს იმედები გავუცრუვოთ, მაგრამ ძალიან მცირე დამამტკიცებელი საბუთია იმისა, რომ წყლის დალევა დიეტის დროს წონის დაკლების პროცესს დააჩქარებს. თუმცა, არ მსურს, ჩემი სიტყვები საზოგადოებამ არასწორად გაიგოს. არ ვამბობ, რომ წყალი ცუდია. თუმცა, მხოლოდ ერთი კვლევა ცხადყოფს, რომ ექსპერიმენტში მონაწილე ადამიანებმა, რომლებიც ბევრ წყალს სვამდნენ, კალორიები დაწვეს", - ამბობს ექიმი ბეთი.

ექპერტების მტკიცებით, ასევე მითია ის, როდესაც ადამიანები დღეში 8 ჭიქა წყალს სვამენ. ორგანიზმს სითხე სჭირდება, მაგრამ არა "ძალდატანებით". მათი თქმით, არც ისაა პრობლემა თუ წყალი არ გიყვართ, მხოლოდ სურვილის შემთხვევაში, მიიღეთ. ორგანიზმის დატენიანებისთვის წყალთან ერთად ასევე ეფექტურია მწვანე ჩაი და ყავა.

კვლევა ჟურნალ American Journal of Clinical Nutrition დაიბეჭდა. 

მომზადებულია American Journal of Clinical Nutrition-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს