როდის ვერ ''უყრის'' ტუჩებს თავს ანუკი ჯავახიშვილი

როდის ვერ ''უყრის'' ტუჩებს თავს ანუკი ჯავახიშვილი

რამდენიმე დღის წინ თბილისის მუსიკისა და დრამის თეატრს დავით დოიაშვილის ახალი სპექტაკლი ''ლურჯი ფრინველი'' შეემატა. მუსიკალური წარმოდგენა მან მორის მეტერლინკის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით დადგა. მუსიკალურ მასალად გამოყენებულია ''ბითლზის'' სიმღერები, სანახაობას კი მრავალფეროვნებას ანიჭებს პერსონაჟების კოსტიუმები, სცენოგრაფია და ზღაპრული ეფექტების სიმრავლე. ეს შთამბეჭდავი სპექტაკლი ბავშვებსა და მოზარდი თაობის მაყურებელზეა გათვლილი, თუმცა, მერწმუნეთ, არც უფროსები დარჩებიან შთაბეჭდილების გარეშე.

ანუკი ჯავახიშვილი ამ სპექტაკლში ერთ-ერთ როლს განასახიერებს. ტელევიზიით ''იმედის'' მაყურებელმა იგი იუმორისტული გადაცემა ''რომ გადახვალ, გააჩერეს'' ანეკდოტების მეშვეობით გაიცნო. ახლახან ის ''ტვ-11''-ზეც გამოჩნდა, სადაც რამდენიმე სკეტჩში მონაწილეობს. ანუკის ახლოს გასაცნობად მუსიკისა და დრამის თეატრში ვესტუმრეთ...

- ჩემ გარშემო თითქმის ყველა ექიმია. ბავშვობიდან ყველგან მატარებდნენ - ცეკვაზე, სიმღერაზე და თავისთავად ისე მოხდა, რომ ამ სფეროს ბოლომდე გავყევი. 11 წლის ასაკში მერაბ ჩხაიძის ''ვერის უბნის ბავშვთა თეატრში'' სპექტაკლში ვმონაწილეობდი, შემდეგ გოგა პიპინაშვილის ''არტ-ჰოლში'' დავდიოდი. თეატრალურში რომ ჩავაბარე, მედეა კუჭუხიძის ჯგუფში მოვხვდი. იქ ჩემი ქორეოგრაფიის პედაგოგი კოტე ფურცელაძე იყო, რომელსაც ჩემს გამზრდელს ვუწოდებ. სწავლის დამთავრების შემდეგ მან რამდენიმე პროექტში მონაწილეობის მისაღებად დამიძახა. მათ შორის იყო პროექტი ''გია ყანჩელის მუსიკა ქართული თეატრისა და კინოსათვის''. შემდეგ ამ თეატრში მანანა ბერიკაშვილმა ''ბედნიერი ერი'' დადგა, მერე იყო აჩიკო სოლოღაშვილის ''მარტოობის დღესასწაული, ანუ მაი სფეის'' და ამ სპექტაკლებში ვითამაშე. შემდგ გავიცანი დოი და ნელ-ნელა დავმკვიდრდი თეატრში.

- სხვა რომელიმე თეატრში თუ გითამაშია მიწვევით?

- არა, აქ კარგად ვარ (იღიმის).

- რომელ ხმას მღერი?

- ძირითადად პირველს. მაინცდამაინც კარგი ვოკალური მონაცემებით არ გამოვირჩევი, კონცერტს ვერ ჩავატარებ, მაგრამ როგორც მსახიობს, სპექტაკლში სიმღერა გამომდის.

- რომელიმე სხვა პროფესიაზე გიფიქრია?

- არა. სულ მინდოდა მეხატა, მაგრამ საშინლად ვხატავ, ფურცელზე რაღაცებს რომ ჯღაბნიან, მხოლოდ მაგ დონეზე. არ მიფიქრია, მხატვარი გავმხდარიყავი, მაგრამ ისე მომწონს ეს პროცესი.

- ტელევიზიებში მუშაობის გამოცდილებაც გაქვს...

- ''იმედში'' ''ღამის შოუს სტუდიაში'' ვმუშაობდი. ახლა ამ სტუდიამ გახსნა არხი ''ტვ-11''. ''იმედზე'' გადიოდა გადაცემა ''რომ გადახვალ, გააჩერე'', ახლა მას სახელი გადაერქვა, მარტიდან ''მაესტროზე'' გავა და გადაცემის სახელწოდებაა ''თქვენი გადახდილია''.

- ''რომ გადახვალ, გააჩერეს'' ჰყავდა თავისი მაყურებელი. ქუჩაში გცნობდნენ?

- კი, ამბობდნენ და ძალიან კრიტიკულებიც არ იყვნენ. ქუჩაში ძირითადად ბავშვებს უხაროდათ ჩვენი დანახვა, უფროსებისგანაც იგრძნობოდა ეს, თუმცა შედარებით მოკრძალებულად გამოხატავდნენ. სახეზე წაიკითხავდი: ''ვიცი, ვინც ხარ'' (იღიმის).

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება